14.ნოემბერი .2019 12:41

ბიზნეს ასოციაციასა და საქსტატს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება

views 313
უკან

დღეს, 16:00 საათზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ მეთოდოლოგია წარუდგენს. შეხვედრას დაესწრებიან ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე გადადის. განახლებული მეთოდოლოგიით დაითვლება მთლიან შიდა პროდუქტი (მშპ) და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა გულისხმობს ცვლილებებს მონაცემთა წყაროს ხარისხის გაუმჯობესების, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით.

"ახალი მეთოდოლოგია უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკურ სექტორს მოიპოვოს უფრო ზუსტი და რეალისტური მთლიანი შიდა პროდუქტის და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. საქსტატის მიერ დანერგილი ახალი მეთოდოლოგია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველო-ევროკავშირის დაახლოების პროცესში", - სოსო ფხაკაძის განცხადებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა