04.თებერვალი .2020 11:59

ბიზნეს ასოციაციაში ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრის პრობლემები განიხილეს

views 312
უკან

ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრის პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა.

როგორც BAG–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომის მსვლელობის დროს განხილული იყო ე.წ. "ღია საწყობის პრინციპით" მოქმედი საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტებში სურსათის ბუნებრივ დანაკარგებთან და ხარისხების არევასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, განხილული იყო არსებული პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზები და აღნიშნულ საკითხზე შემუშავებული იქნა კონკრეტული წინადადებება, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარედგინება.

"სხდომაზე მიმოვიხილეთ დანაკარგების პრაქტიკაში დღეს არსებული ხარვეზები, მოვახდინეთ პრობლემების დეტალური იდენტიფიცირება და შევჯერდით ერთიან ხედვასა და პოზიციაზე დანაკარგისას გამოვლენილი დანაკლისის აღიარების კუთხით. ჩვენს მიერ მომზადებული წინადადებებს უახლოეს მომავალში მივაწვდით შემოსავლების სამსახურს და ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემის მოგვარების წინაპირობა იქნება", - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა