საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ნინო თანდილაშილთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.
დადგენილება, რომლის მიღების ვალდებულებაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს, ითვალისწინებს ახალი ფინანსური გარანტიების შექმნას გარემოსდაცვითი მიზნებისათვის, რაც ერთის მხრივ კომპანიებს მისცემს მეტ მოტივაციას, უზრუნველყონ გარემოსათვის ზიანის მიყენების პრევენცისათვის უფრო ეფექტური მექანიზმების დანერგვა, მეორეს მხრივ კი იქმნება ეფექტიანი მექანიზმი გარემოსათვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკითხის მნიშვნელობას და იმ ერთსულოვნ თანხმობას, რაც სამინისტროსა და ბიზნესს გარემოსდაცვითი საჭიროებების მიმართ პრინციპების დონეზე გააჩნიათ. ამასთანავე გამოიკვეთა საკითხები, რომელიც საჭიროებს მეტ კონკრეტიკას, დამატებით შესწავლას და შესაბამისობის ტვირთის ანალიზს, მათ შორის დეტალური განხილვის საგანი გახლდათ საბანკო გარანტიის გამოთხოვის/სადაზღვევო პოლისის ამოქმედების პროცედურები და ვადები, გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის გამოთვლის მეთოდოლოგია და თავად დადგენილების მიღებისა თუ ამოქმედების ვადები, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს ნათლად გაიაზროს მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და უკეთ მოემზადოს ახალი ვალდებულებების შესასრულებლად.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი