მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს ასოციაციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა

5e4e641fb135e
BM.GE
20.02.20 14:48
1118
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა დაესწრნენ.

ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს წარუდგინა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელმაც ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობასა და სტრატეგიულ გეგმებზე.

სხდომაზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ქონდათ, აღნიშნულ უწყებებთან, დიალოგის ფორმატში, განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები, როგორიც არის დღგ-ს და ქონების გადასახადის მარეგულირებელი ნორმები, ნავთობპროდუქტებთან მიმართებაში აქციზის გადასახადი, საწარმოო/ბუნებრივი დანაკარგები, საგადასახადო დავების განხილვის არსებული მექანიზმები და სხვა.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დიალოგის ფორმატში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, რომლებსაც პირდაპირ აქვთ წვდომა ჩვენი წევრებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მადლობას ვუხდით შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს მობრძანებისთვის და სამომავლო გეგმების გაცნობისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პლატფორმა ორმხრივად სასარგებლო იქნება, როგორც ჩვენი წევრებისთვის, ასევე შემოსავლების სამსახურისთვის“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.