"ბიზნეს დემოკრატიის დროა - მთავრობას წესები ტურიზმის ინდუსტრიამ უნდა უკარნახოს და არა - პირიქით", - ეს განცხადება BM.GE-ისთან ინტერვიუში სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დარციმელიამ დარგში არსებულ ვითარებასა და ბუნდოვან მომავალზე საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, გლობალურ ტურიზმში უკვე დიდი ხანია წესებს სექტორი ადგენს, ხოლო მთავრობები დაკავებულნი არიან იმით, რომ მათ შესრულებას ხელი შეუწყონ.
„ჯერჯერობით, ნაკლებად ვხედავ პერსპექტივას ტურიზმში, თუმცა ვხედავ დიდ შესაძლელობას, რომ გადავლილ პანდემიას შევხვდეთ გაცილებით მომზადებული. გამოთქმაა ასეთი - არ მისცე კარგ კრიზისს საშუალება, რომ ტყუილად ჩაიაროს. ალბათ ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის გამოწვევა, რომ კარგად მოვემზადოთ. მთავრობას გადამწყვეტი როლი აქვს, მაგრამ კერძო სექტორის მონაწილეობა აქ გარდაუვალი და აუცილებელია.
ვფიქრობ, კერძო სექტორი უნდა იყოს გაცილებით აქტიური, როცა საქმე ეხება წესების შემუშავებას. ყველა განვითარებული დემოკრატია და განვითარებული ეკონომიკა იმით არის გამორჩეული, რომ კერძო სექტორი სტანდარტებს თვითონ იწესებს; თუ ავიღებთ ბრიტანულ და ამერიკულ გამოცდილებას, კარგა ხანია, სექტორმა ჩაიბარა წესების შემოღება და მთავრობა დაკავებულია იმით, რომ ამას მხარს უჭერს. ეს იქნებოდა საუკეთესო რისთვისაც ამ დროის გამოყენება ღირს. ყველა წესი, რომელიც გლობალურ ტურიზმში მოქმედებს, დადგენილია მათ მიერ“, - განაცხადა გიორგი დარციმელიამ.
მისი თქმით, სექტორის წარმომადგენლები უნდა იყვნენ წესების შემთავაზებლები და ამას მხარი უნდა დაუჭიროს მთავრობამ.
"დასავლეთში ასე ხდება, ბიზნესს თავისი დემოკრატია აქვს, დაწერს წესებს და მთავრობა მათ ხელს უწყობს", - განაცხადა გიორგი დარციმელიამ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას ტურიზმის ბორდი, რომელიც აბსოლუტურად კერძო ორგანიზაციებით, ინდუსტრიის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული და როგორც სხვადასხვა საჭირო ინიციატივით გამოვა, ისე შესაბამის პასუხისმგებლობებს აიღებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა