მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია SavvY 2020 წლიდან ბრიტანულ ბაზარზე შევა

5dc80d1155661
BM.GE
10.11.19 17:07
1391
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY-მ ლონდონში, 30 ოქტომბერს, ოფიციალურად გამოაცხადა თავისი სტრატეგია 2020 ბრიტანეთის ბაზარზე მუშაობასთან დაკავშირებით.

SavvY-სთვის დიდი პასუხისმგებლობაა, იყოს პირველი ქართული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც შედის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ მსოფლიო ბაზარზე.

SavvY 6 თვეა ბრიტანულ ქართულ სავაჭრო პალატასთან ერთად მუშაობს ამ პროექტზე და უკვე გამოკვეთილია სამიზნე პარტნიორი კომპანიები და პოტენციური კლიენტები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენთან ურთიერთობით. გასული კვირის განმავლობაში ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად, მიმდინარეობდა შეხვედრები ლონდონში ძლიერი ქსელის შექმნასთან დაკავშირებით და ეს მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება, იმისათვის, რომ SavvY იყოს სწრაფად მზარდი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.