მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს სექტორის გამოშვება მეორე კვარტალში 18%-ით შემცირდა - რომელ სფეროებშია კლება?

5f50b474af7c4
BM.GE
03.09.20 16:00
1189
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობა 18.3 %-ით შემცირდა და 9.2 მლრდ ლარი შეადგინა.

ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების შემცირების ტენდენცია 2020 წლის პირველივე კვარტალში დაიყო, როდესაც მისი მოცულობა 10.3 მლრდ ლარამდე შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის გამოშვება ყველაზე დიდი მოცულობით , 46.9 %-ით სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სექტორში გაიზარდა. 35.8 %-ით არის გაზრდილი გამოშვების მოცულობა სოფლის, სატყეო და თევზის მეოურნეობის სექორში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა განათლების სექტორში, სადაც გამოშვების მოცულობა 6.8 %-ით 126.0 მლნ ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოშვების მოცულობის კლებას, ამ მხრივ ყველაზე მეტად შემცირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა (კლება - 55.7 %) და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობის სექტორები (კლება - 54.4 %).

2020 წლის მეორე კვარტალის მონაცემების მიხედვით, ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების სტრუქტურა დარგების მიხედვით ასეთია:

• დამამუშავებელი მრეწველობა - 2.2 მლრდ ლარი (წილი მთლიან გამოშვებაში - 23.5 %);
• საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 1.6 მლრდ ლარი (წილი მთლიან გამოშვებაში - 17.7 %);
• მშენებლობა - 1.5 მლრდ ლარი (წილი მთლიან გამოშვებაში - 16.2 %);
• ტრანსპორტი და დასაწყობება - 0.5 მლრდ ლარი (წილი მთლიან გამოშვებაში - 9.9 %;
• სხვა დარგები - 3.0 მლრდ ლარი (წილი მთლიან გამოშვებაში - 32.8 %

სტატისტიკის მიხედვით, ბიზნეს სექტორის გამოშვების 62.5 % დედაქალაქზე მოდის, ქვემო ქართლში - 9.4 %, აჭარის რეგიონში - 7.3 %, იმერეთში - 5.7 %, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 4.5 %, ხოლო ყველა სხვა რეგიონების ჯამური წილი 10.6 %-ს შეადგნეს.

საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის გამოშვების ყველაზე დიდი წილი მსხვილ ბიზნესზე მოდის -43.7 %, საშუალოზე - 25.7 %, ხოლო მცირე ბიზნესზე - 30.6 %.

ცნობისთვის: საქსტატი ბიზნეს სექტორის შესახებ მონაცემებს საწარმოთა სტატისტიკური გამოკვლევიდან იღებს.