04.სექტემბერი .2020 09:40

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 8.1%-ით შემცირდა - საქსტატი

views 213
უკან

2020 წლის მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631 814 - მდე, 8.1%-ით შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებლის 3.1%-ით, 684.4 ათასამდე ზრდა დაფიქსირდა.

საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.1% - მცირე ბიზნესზე.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 26.8% საბითუმო და საცალო ვაჭრობის დარგში მუშაობს. მას მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობის დარგი, რომელშიც დასაქმებულთა 13.1% საქმიანობს.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ სამ სექტორშში გაიზარდა:

• ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (ენერგეტიკა) - 15,564 დასაქმებული (ზრდა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 3.6%);
• სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 8,409 დასაქმებული (ზრდა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 1.7%);
• წყალმომარეაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები - 14,345 დასაქმებული (ზრდა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 0.5%);

რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის კლების ტენდენციას, ყველაზე მეტად, 40.5%-ით შემცირდა ხელოვნება, გართობისა და დასვენების სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა.

საქსტატის ანგარიშში ასევე საუბარია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რეგიონების მიხედვით განაწილებაზე. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 66.1% , აჭარის რეგიონი - 8.6%, იმერეთი - 6.8%, ქვემო ქართლი - 5.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.6%, სხვა რეგიონები - 9.4%.

ცნობისთვის: საქსტატი ბიზნეს სექტორის შესახებ მონაცემებს საწარმოთა სტატისტიკური გამოკვლევიდან იღებს.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა