მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს სესხის აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამა ბალანსში - (R)

62134aff8fc78
BM.GE
21.02.22 12:18
1357
საბუღალტრო პროგრამა ბალანსი არის თანამედროვე ქართული სისტემა, რომელიც სცდება ტრადიციული ბუღალტრული პროგრამების ფუნქციონალს და ფინანსურ აღრიცხვასთან აერთიანებს ბიზნესის საოპერაციო ნაწილს.

უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ საოპერაციო საქმიანობაზე - ბალანსი ფარავს სამშენებლო პროცესებს, წარმოებას, სერვისს, ქსელურ და მცირე მაღაზიებსა და იკომერსს - შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც ონლაინ ვაჭრობის პროგრამა.

ბალანსში სრულად ავტომატიზებულია ფინანსები და ბუღალტერია - პროგრამა ავტომატურად აკეთებს დებეტ-კრედიტის გატარებებს ბუღალტრის მიერ დაფიქსირებული ოპერაციების მიხედვით. ამასთან, შესაძლებელია ბუღალტრულ ანგარიშგებებსა და ფინანსურ რეპორტებში გამოტანილი მონაცემების დეტალური გაშიფვრა და პირველადი დოკუმენტების ბუღალტრულ გატარებებამდე „ჩასვლა“, თუ ბუღალტერს ამის საჭიროება დაუდგა.

პროგრამა ინტეგრირებული და სრულად სინქრონიზებულია საგადახდო პორტალთან rs.ge. ბუღალტერს შეუძლია 1 კლიკით ატვირთოს და ჩამოტვირთოს მიღებული და გაცემული ზედნადებები და ა/ფ-ები. ბალანსს აქვს ინტეგრაცია ონლაინ ბანკებთანაც: ექსელის დოკუმენტით იტვირთება ბანკის ამონაწერი, რის საფუძველზეც პროგრამაში ავტომატურად იქმნება თანხის შემოსვლის გატარებები.

წლის დასაწყისში ბალანსს დაემატა მიღებული სესხის აღრიცხვის ფუნქციონალიც, რაც ბიზნესის ფინასების აღრიცხვაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციონალია. ეს ნიშნავს, რომ უკვე ავტომატიზებულია როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სესხებისა და დარიცხული პროცენტების არღიცხვა, ასევე სესხის ხელშეკრულების პროგრამული გაფორმება.

ბალანსში სესხის ფუნქციონალის გააქტიურება ძალიან მარტივია - საჭიროა მხოლოდ ადმინისტრირების მოდულში, ფინანსურ აღრიცხვაში ალმის მონიშვნა. შედეგად, პროგრამის ბაზაში დაემატება: ანგარიშის კლასები - მოკლევადიანი სესხი, გრძელვადიანი სესხი, დარიცხული პროცენტი, სესხის ხელშეკრულება; დოკუმენტები - დარიცხვები სესხების მიხედვით; ფულის დოკუმენტებში - სესხის მიღებისა და სესხის გადახდის ოპერაციების ტიპები. ბანკის ამონაწერის წესებში - სესხის მიღების და სესხის გადახდის ოპერაციები.



ბიზნეს სესხის არსებობისას კომპანიიის ფინასური მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ადევნოს თვალი გრაფიკს. სწორედ ამიტომ, ბალანსში სესხის ხელშეკრულებაში შესაძლებელია გადახდის გრაფიკის პროგრამულად გაწერა. სესხის ხელშეკრულებაზე ან გრაფიკში ეთითება ყოველთვიური სესხის საკომისიო (ფიქსირებული თანხა), შემდგომ კი სესხის გრაფიკის მონაცემების მიხედვით ავტომატურად ივსება პირველი დარიცხვის თარიღი და ბოლო დარიცხვის თარიღი.

როგორც უკვე აღვინიშნეთ, ბალანსს აქვს ინტეგრაცია ექსელთან: სესხების ფუნქციონალში გრაფიკის შევსება შესაძლებელია როგორც ექსელის ფაილის შეტვირთვით, ისე მანუალურად.



გამომდიდნარე იქიდან, რომ ბალანსში ავტომატიზებულია სრულად ბუღალტერია - სესხის შემთხვევაშიც შევსება ღილაკზე დაკლიკებით ბალანსი ავტომატურად ავსებს ყველა იმ აქტიურ სესხის პროცენტს და საკომისიოს, რომლებსაც გრაფიკით აქვს განსაზღვრული დარიცხვა, აღნიშნულ პერიოდში.

პროგრამა ბალანსის 1c დემო ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.balance.ge ან პირდაპირ დაუკავშირდეთ ბალანსის გუნდს - 596 105 890.

(NS)