15.მარტი.2019 20:30
საზოგადოება

ბიზნესად ქცეული ჰობი - მალე თბილისში კრივის აკადემია შეიქმნება

ბიზნესად ქცეული ჰობი - მალე თბილისში კრივის აკადემია შეიქმნება
დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს ინსტიტუციონალური ბიზნესმეხსიერება, შესაბამისად, ბიზნესქმედებები ხშირ შემთხვევაში ძალიან სპონტანურია და მეწარმეებს უწევთ არა სხვისი შეცდომების გაზიარება, არამედ ამ დარტყმებისა და რისკების თავიანთ თავზე მიღება. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2019 წლიდან, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის ბიზნესაქსელერატორი, სახელწოდებით „სპარკი“ ამოქმედდა.

„ერთი ექსელის ფაილი და თავში ძალიან ბევრი იდეა, სულ ეს გამაჩნდა, როდესაც „სპარკში“ მივედი. ეს „ნაპერწკალი“ დიდი აფეთქების დასაწყისი აღმოჩნდა. გავიარეთ რა ორივე მხარემ ფინანსური მოდელი, დავრწმუნდით იმაში, რომ ჩემს იდეას არსებობისა და განვითარების უფლებაც აქვს და შესაძლებლობაც“.- ასე დაიწყო „სპარკთან“ ერთად ერთი თვის წინ ავთანდილ გასვიანმა თავის ბიზნესიდეის რეალობად ქცევა.

ავთანდილ გასვიანმა საგადასახადო-საბაჟო აკადემია დაამთავრა, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს უმუშავია. აკადემიის დამთავრებისთანავე მუშაობა სულ სხვა სფეროში, სარეკლამო და კინოწარმოების ბიზნესში დაიწყო. 31 წლის ავთანდილს სამუშაო გამოცდილებაც ბევრი დაუგროვდა, უკვე 10 წელია პროდიუსერია. მრავალფეროვანი კარიერის შესაბამისად, ბიზნესიც განსხვავებული აირჩია და „სპარკს“ სპორტული პროფესიონალური კრივის აკადემიის შექმნის იდეა მიაწოდა.

„მე სამოყვარულო დონეზე კრივით ვარ დაკავებული, შეიძლება ითქვას, რომ კრივი ჩემი ჰობია. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობა მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, სამწუხაროდ საქართველოში ამ სპორტს კომერციულობა აკლია, საზღვარგარეთ სავარჯიშოთ ძალიან ცოტა სპორტსმენს უშვებენ და საერთაშორისო ტურნირნირებშიც ძალიან ცოტა იღებს მონაწილეობას. შესაბამისად ჩვენი მიზანია ეს ყველაფერი განვავითაროთ, პერმანენტულად ჩამოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტები ტრეინინგებზე, ავიყვანოთ სპორტული აგენტი, რომელიც მოკრივეების საზღვარგარეთ გაყიდვაში დაგვეხმარება, გავზარდოთ ოლიმპიური ჩემპიონები და ზოგადათ გავხადოთ ეს სპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და საინტერესო სრულიად საქართველოსთვის.“.-აღნიშნავს BMG-სთან საუბარში ავთანდილ გასვიანი.

„სპარკთთან“ თანამშრომლობის ერთი თვის თავზე, ავთანდილ გასვიანის ბიზნესგეგმა უკვე სრულყოფილია, ბაზრის ანალიზიც გაკეთებულია და ახლა კერძო ინვესტორებთან ფანდრაიზინგის პროცესებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს პროექტი დეველოპმენტის პროცესშია. თუმცა რამდენიმე კერძო ინვესტორი უკვე გამოჩნდა, რომლებიც მზად არიან, გარკვეული ფინანსური ვალდებულებები თავიანთ თავზე აიღონ. კრივის აკადემიით დაინტერესდა რამდენიმე სახელმწიფო უწყებაც. პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება“. - აცხადებს პროექტის ავტორი.

კრივის აკადემია გლდანში განთავსდება. როგორც ამ პროექტის ავტორი BMG-სთან საუბარში აღნიშნავს, ადგილმდებარეობის არჩევა გამოწვეულია იქიდან, რომ გლდანი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული და ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანია თბილისში. აქ სხვადასხვა შემოსავლის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც აკადემიაში მიეცემათ საშუალება მათთვის სასურველი სერვისით ისარგებლონ, იქნება ეს ტრენაჟორების დარბაზი, იოგა, პილატესის გაკვეთილები თუ სხვა.

შეგახსენებთ, ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ პროექტის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ პირს ან კომპანიას თუ გააჩნია იდეა, ან სურს განვითარება, შეუძლია დარეგისტრირდეს spark. gov.ge -ზე. საკმარისია, მათ უბრალოდ გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგაც შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ უფასო სამუშაო სივრცით, ბიზნესის ექსპერტების კონსულტაციით, შეხვედრებისთვის ცალკე გამოყოფილი სივრცით, ასევე მიიღონ კონსულტაციები მენტორებისგან, გაიარონ მათი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ტრენინგები. ყოველთვიურად საუკეთესო იდეის მქონე მინიმუმ ოთხ პირს მსოფლიოში აღიარებული კომპანიები ბიზნესგეგმას შეუდგენენ.
ავტორი: სალომე ჭიპაშვილი

21.მაისი.2019 23:49
97

სომხეთის მინისტრთა კაბინეტი ელექტრომობილებზე გადავა

ვრცლად
21.მაისი.2019 23:40
44

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციების გამო, ტურისტულ სეზონს საფრთხე ემუქრება

ვრცლად
21.მაისი.2019 23:00
29

17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტი რუსული გავლენების შესახებ კონფერენციას გამართავს

ვრცლად
21.მაისი.2019 21:20
159

„მაგთი“ და „სილქნეტი“ წლის ბოლომდე ტარიფებს ვეღარ გაზრდიან - კომისიამ კვლევა დაასრულა

ვრცლად
21.მაისი.2019 20:29
76

NDI: გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ვრცლად
21.მაისი.2019 17:01
109

"დინო" - სასმელი, ვისაც ენერგია სჭირდება

ვრცლად