საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ COVID19-თან საბრძოლველად საკუთარი სახსრებიდან 300 000 ლარი გამოყო. ამას გარდა, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა “StopCov”ფონდში გადასარიცხად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალურ ანგარიშზე შემდეგი თანხები ჩარიცხეს:
1 |
სილქნეტი |
1,000,000 ლარი |
2 |
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი |
300,000 ლარი |
3 |
ანაგი |
300,000 ლარი |
4 |
VTB ბანკი |
200,000 ლარი |
5 |
სოკარი |
200,000 ლარი |
6 |
თეგეტა მოტორსი |
200,000 ლარი |
7 |
ფილიპ მორის საქართველო |
100,000 ლარი |
8 |
BasisBank |
100,000 ლარი |
9 |
Euro Games Technologies საქართველო |
50,000 ლარი |
10 |
ლილო მოლი |
20,000 ლარი |
11 |
ელიტ ელექტრონიკსი |
20,000 ლარი |
12 |
ბორან მაინინგი |
10,000 ლარი |
13 |
მაგისტილი |
10,000 ლარი |
14 |
ლუტეცია |
10,000 ლარი |
აღნიშნულის პარალელურად, “StopCov”ფონდში პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია გააკეთეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა შემდეგმა კომპანიებმა:
1 |
პე ეს პე ჯგუფი |
300,000 ლარი |
2 |
ემ კვადრატი |
100,000 ლარი |
3 |
DIRSI |
100,000 ლარი |
გარდა ფინანსური შენატანებისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა აქტიური კონტრიბუცია გასწიეს სპეციალური სამედიცინო საშუალებების შეძენის გზით, კერძოდ:
1 |
ორბი |
1,000,000 ლარი |
2 |
სამედიცინო უნივერსიტეტი |
1,000,000 ლარი |
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად იყო და არის ჩართული ეპიდემიის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასა თუ არსებული ვითარებით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საქმეში. ჩვენ ასევე ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი წევრების წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზების მოძიების კუთხით. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა წინაშეც ადგილობრივი ბიზნესი უკვე დგას, ვფიქრობთ, რომ სოლიდარობას, ერთმანეთის დახმარებასა და გვერდში დგომას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომელთაც ამ ძნელბედობის ჟამს საკუთარი ფინანსური წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კი საკუთარი სახსრებიდან პანდემიასთან ბრძოლისათვის 300,000 ლარი გამოყო.
ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეისათვის მდგარი რთული გამოწვევების დასაძლევად მსგავსი კონსოლიდაცია არის ბიზნეს სექტორის სოლიდარობის ნათელი მაგალითი. მისასალმებელია, რომ ჩვენი წევრი კომპანიების აქტიურობა COVID19-თან ბრძოლაში კვლავაც გრძელდება და ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას იმ დამატებითი კონტრიბუციების შესახებ, რასაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხვა წევრი კომპანიები პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიღებენ” - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებაში.
“StopCov”ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
https://stopcov.ge
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა