ხომ შეიძლება ჩვენც რაღაც შეღავათები მოგცვეს მთავრობამ? ჩვენ არ ვითხოვთ ფინანსურ დახმარებას, ვითხოვთ უბრალოდ რეგულაციების გადავადებას და ტარიფების გადახედვას, რომელიც არ შეესაბამება არანაირ რეალურ ცხოვრებას, - ამის შესახებ bm.ge-სთან "თბილისის გულის ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ ჩუხრუკიძემ ისაუბრა.
ჩუხრუკიძემ თავისი კლინიკის სახელით იმ მიმართვაზე ისაუბრა, რომელიც 9 კლინიკამ მთავრობას გაუგზავნა.
"მოგეხსენებათ, წელს შემოტანილი რეგულაციების ნაწილი უნდა ამოქმედდეს სექტემბერში და ნაწილი - მომავალი წლის იანვარში. ყველა რეგულაცია ჩვენი მხრიდან მოითხოვს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ახალ ფინანსურ დანახარჯებს, მაგრამ ამ სიტუაციაში, როცა კლინიკებს დიდი დანახარჯები მიადგათ, მომართვიანობა შემცირებულია და ხარჯები გაზრდილი. ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ რეგულაციების ამუშავება გადადავადდეს 1 წლით. ასევე ვთხოვთ მთავრობას, რომ გადახედოს სრულად 520-ე დადგენილებას. იმას, რომ კლინიკების დახურვა უნდათ, მინისტრი სულ ამბობს. ამაში ახალი არაფერია. მინისტრმა ბევრჯერ თქვა, რომ მისი მიზანია კლინიკების ნაწილის დახურვა, მაგრამ ჩვენ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. კოვიდის პირობებში ყველა კლინიკას ძალიან დიდი ზარალი მოგვადგა", - განაცხადა ჩუხრუკიძემ.
მისივე ინფორმაციით, მთავრობისთვის გაგზავნილი მიმართვის ხელმომწერ კლინიკებს შორის მულტიპროფოლური კლინიკებიც არიან და ყველამ დიდი ზარალი მიიღო.
"ბიზნესების ნაწილს მისცეს შეღავათები და ჯანდაცვის სფერო რატომ არის გამონაკლისი? ხომ შეიძლება, ჩვენც რაღაც შეღავათები მოგცვეს მთავრობამ? ჩვენ არ ვითხოვთ ფინანსურ დახმარებას, ვითხოვთ უბრალოდ რეგულაციების გადავადებას და ტარიფების გადახედვას, რომელიც არ შეესაბამება არანაირ რეალურ ცხოვრებას. განსაკუთრებული არაფერი გვინდა. რაც შეეხება ჩემი კლინიკის ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობას, 520-ე დადგენილებიდან გამომდინარე, უკვე შევამცირეთ თანამშრომლების ნაწილი ადმინისტრაციული კუთხით, ახალი რეგულაციები კი გვაიძულებს, რომ ახალი კრედიტები ავიღოთ და დღევანდელ პირობებში ეს რთულია.
უსაფრთხოების დასაცავად ჩვენ დიდი დახანარჯები გავწიეთ. მთავრობა არანაირად არ დაგვეხმარა, მათ შორის არც უსაფრთხოების საშუალებებით, არც აღჭურვილობით და ა.შ. ყველაფერზე თავად ვიზრუნეთ, ფინანსური დახმარება არ გვითხოვია. ერთდერთს ვითხოვთ, რეგულაციები, რომელიც უნდა ამქომედებულიყო, ერთი წლით გადავადდეს და როგორც იყო დაპირება, რომ 520-ე დადგენილება გადაიხედებოდა, გადაიხედოს ბოლოს და ბოლოს", - განაცხადა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი