20.ნოემბერი .2020 23:10

ბიზნესებისთვის წარსულში დღგ-ს უკან დაბრუნება სასიამოვნო პროცესი არ იყო – შოთა კომლაძე

views 258
უკან

გადასახადის გადამხდელებს ყოველწლიურად 1 მლრდ-ზე მეტი თანხა ავტომატურად დაუბრუნდებათ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 17 ნოემბრიდან გადასახადის გადამხდელებს უკვე საშუალება ეძლევათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა სრულად ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერმა შოთა კომლაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა, რომ ეს ბიზნესებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და დაბრუნებულ თანხას კომპანიის ინტერესებისთვის გამოიყენებენ. კომლაძემ რამდენიმე წლის წინ ამ თემის მიმართ ბიზნესების განსხვავებულ მიდგომაზეც ისაუბრა.

“წარსულში ბიზნესის უმრავლესობისთვის დღგ-ს უკან დაბრუნება არცთუ სასიამოვნო პროცესი იყო, რადგან მათი უმრავლესობისთვის ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში შემოწმებასთან, ხოლო ყველაზე ცუდ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს ამ კომპანიაში შესვლას უკავშირდებოდა. ამიტომ, გადასახადის გადამხდელი ბიზნესები თანხის დაბრუნების ნაწილს უფრთხოდნენ და ამით იშვიათად სარგებლობენ. იკვეთებოდა, რომ ამ პროცესს მცირე და საშუალო ბიზნესი მსხვილ ბიზნესებზე მეტად უფრთხოდა, რაც 17 ნოემბრის შემდეგ ასე აღარ იქნება.

ახლა სახელმწიფოსთვის ზედმეტად გადახდილი თანხები ბიზნესებისკენ წამოვა, რომელსაც მისი შეხედულების შესაბამისად გამოიყენებს, ან საბანკო ანგარიშებზე განათავსებს, ან საკუთარ საქმიანობაში დააბანდებს", - აღნიშნა კომლაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა