კომპანია „არქის“ დამფუძნებელ ილია წულაიას შეფასებით, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს ეკონომიკაზე გარკვეულწილად დადებითი გავლენა მოახდინა.
„ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია ტრანსპორტირების გადმოდინებით, ფულადი ნაკადების შემოდინებით, ტურიზმი გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობა, ყველაზე კარგია, რაც კი 3-4 წლის განმავლობაში გვქონია“, - განუცხადა ილია წულაიამ დღეს, ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრის ღორნისძიებაზე, სადაც გლობალურ გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკაზე მათ გავლენას, ასევე საპასუხო ქმედებებსა და სამომავლო ნაბიჯებს განიხილავდნენ.
მისი შეფასებით, ეფექტი, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე დამოკიდებული არ არის, რადგან ბიზნესი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
„ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ბიზნესი ცდილობს, უძრავ ქონებაზე ნაკლების მოთხოვნა იყოს რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, სხვა სფეროებშიც ვიცი, რომ აქტიურობა რუსეთის მიმართულებით არ არის, ეროვნული ბანკიც საკმაოდ მკაცრად აკონტროლებს ფინანსების შემოსვლას, რომ სანქცირებული ფინანსები არ შემოვიდეს საქართველოს ბანკებშიც და ბანკებიც უნისონში მუშაობენ მარეგულირებელთან. არ ვთვლი, რომ ეს პრობლემაა და სახელმწიფო რამე ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ მსოფლიო პოლიტიკას“, - განაცხადა წულაიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი