მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი COVID–19-ის დროს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს - კვლევა

5f16faf6ca2dd
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.20 19:07
958
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ბიზნესზე COVID-19-ის გავლენისა და საჭიროებების შესახებ ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს.

კერძო სექტორი კვლევის ფარგლებში მთავრობის ქმედებებს ორი კრიტერიუმით აფასებს:

• COVID – 19 – ის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები მეწარმეთა 91%-ის მიერ დადებითად ფასდება; 8%-ს უჭირს პასუხის გაცემა, ხოლო 1% უარყოფით შეფასებას აძლევს;

• COVID – 19 – ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური ღონისძიებების შეფასებისას კი პოზიტიურ შეფასებას 80%-ი აკეთებს, 17%-ს უჭირს პასუხის გაცემა, ხოლო 3% ნეგატიურად აფასებს.

ამავე კვლევაში გამოკითხული კომპანიების წარმომადგნელები იმ საჭიროებებზე საუბრობენ, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ თავისი საქმიანობა გაარძელონ. აღსანიშნავია, რომ დახმარებას არ ითხოვს კომპანიების მხოლოდ 3%. დანარჩენი 97% კომპენიების საჭიროებები კი შემდეგია:

• ფინანსური დახმარება / გრანტი 22%;
• გრძელვადიანი / შეღავათიანი სესხი 18%;
• გადასახადებისგან დროებით გაუქმება ან/და შემცირება 13%;
• არსებული პროდუქციის რეალიზაციაში დახმარება 9%;
• იჯარის, ხელფასების, კომუნალური და სხვა ხარჯების სუბსიდირება - 8%;
• არსებული სესხისა და პროცენტის გადავადება 7%;
• ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია 6%;
• საზღვარგარეთ ბიზნეს პარტნიორის მოძიებაში დახმარება 5%;
• ინვესტიციების მოზიდვაში დახმარება 4%;
• სადენზიფექციო და ჰიგიენური საშუალებების მომარაგება 3%;
• ფრენების აღდგენა 1%;
• სხვა 1%.