მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიზნესი და სახელმწიფო ერთ ნავში ზის” - ნინა კობახიძის კრიტიკა და 8 რჩევა ჯანდაცვის უწყებას

62dafac2b717c
თამთა ჯიჯავაძე
23.07.22 00:12
845
"ჯეო ჰოსპიტალსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე ჯანდაცვის სექტორში არსებულ პრობლემებს 10 პუნქტად აყალიბებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ის საუბრობს როგორც ტარიფების კუთხით არსებულ პრობლემაზე, ასევე მოჭარბებულ საწოლფონდსა და მინიმალურ ხელფასზეც. 

"1.სამედიცინო ხარისხი მაღალი რომ უნდა იყოს და მილიარდს სხვა ქვეყნებში არ ვხარჯავდეთ სიმწრით მოგროვებულს ქართველები, ეს ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკის ისტორიული ანაბანაა.

2.მოჭარბებული საწოლები რატომ აქვს ქვეყანას და რა სიმწრით, იძულებით, დაჭერებით ტენეს ბიზნესს 2011 წელს კლინიკების შენება, ვინც გაიხსენებს კარგია. ესაა ქვეყნის ბიზნეს “განვითარების” ისტორია და ამ ისტორიას ითვალისწინებენ ქვეყნები ნებისმიერი ცვლილებების დროს.

3.კოვიდში გადასახადი, ფასი და პირობები თავად ჯანდაცვამ დააწესა და ყოველდღე ლოგინების დამატებას ითხოვდა. მათ შორის ცარიელების არ მოცდენასაც, პანიკა რომ აიწია ლოგინები არ გვყოფნისო, რისკს იზღვევდა - საგანგებო მდგომარეობას ახლავს თან.

4.კლინიკებმა, რომლებმაც არაკეთილსინდისიერად ფული აკეთეს, მოთხოვონ და დასაჯონ (თუ ბიზნეს მოგება დარჩა სწორი მენეჯმენტით, რატომ დაგრჩაო მაგას, "ნაცაქტივი" ითხოვდა ხოლმე უკან ჩატანას. ცივილურ ქვეყანაში ეგეთი რამე ვეღარ განმეორდება ვერასდროს).

5.ყველა ხარვეზს თუ კვალიფიციურად შემოწმების შედეგად გამოვლენილ არასწორ ქმედებას ან გადაცდომას, აღიარებს სამედიცინო სექტორი და გამოასწორებს. ვისაც ამ სფეროში დარჩენა უნდა, ვინც ფულის კეთების მიზნით შექმნა ჯურღმულებში კლინიკები, ის კაი ხანია დასახურია ისედაც!

6. სექტორი ყველა უკანონო აქტს, დაკისრებულ ჯარიმას არასწორად და არასამართლიანად გაასაჩივრებს და ბოლომდე მიყვება.

7.მინიმალურ სახელფასო ზღვარს მხოლოდ ექიმებზე კი არა ყველა პროფესიონალზე უნდა ვფიქრობდეთ კარგი ეკონომიკის და კარგი განვითარების პირობებში და არა მხოლოდ ერთი დარგის სპეციალისტებზე.

მთავრობა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებისთვის ახალ ვალდებულებას ამზადებს

8.2013 წლის ტარიფებით მუშაობს ამ ქვეყანაში კლინიკების 10% და ბოლო ორი წელია არაერთი მილიონია ჩადებულია კოვიდის რეჟიმში კლინიკების განახლებაზე, განვითარებასა თუ ახალ აპარატურაზე. აუდიტის დააკვნები ღიაა საოპერაციო მოგებაც ჩანს, წაგებაც და დანახარჯებიც.

"ჯანდაცვის სისტემა 2013 წლის ტარიფებით არ მუშაობს" - ჯანდაცვის მინისტრი

9.ამ ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ პაციენტების ერთიანი ისტორიები არ არსებობს. ამას მხოლოდ სადაზღვევო სექტორი აკეთებს - DRG, რომელიც ასე მოგვწონს ვირტუალურად და გვინდა, სწორედ ინდივიდუალურ დიაგნოზებზე გათვლილი ანაზღაურების მოდელია და თუ ისტორია არ გაქვს, პირველადი ჯანდაცვა არ მუშაობს და მოქალაქეს პრევენციულ მედიცინასაც არ სთავაზობ - DRG იქნება ზუსტად 521,522,523 და ა.შ დადგენილებების დასტა, რომელსაც მივიღებთ.

10.ბიზნესი სახელმწიფოს მოკავშირეა და ყველა ერთ ნავში ზის, სადაც მთავარი ინტერესი მოქალაქეა - რაც მალე მივხვდებით ამას ყველა, პროგრესი დაგვეწევა!", - წერს ის.

ნინა კობახიძე შესაძლო გამოსავლებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა.

"გამოსავალი? ძალიან მარტივია:

-კვალიფიციური მონიტორინგის გაიდლაინი და სტაბილური შემოწმება 3-6 თვეში ერთხელ;
- სამედიცინო დაზღვევა, როგორც დამხმარე რგოლი ინდივიდუალური დაზღვევების დაშენების უფლებით, დასაქმებულების სავალდებულო დაზღვევის სქემით;
- პირველადი ჯანდაცვა როგორც აუცილებელი, ჯანსაღი კომპონენტი.
- სახელმწიფო ერთიანი შესყიდვები საყოველთაოს კომპონენტში-აპარატურის, ტექნიკებისა და მედიკამენტების გაიაფებისთვის, ბიუჯეტის დაზოგვისთვის;
- წამლების ეფექტური მართვა დიაგნოზებთან და გენერიკებთან კორდინაციის პირობებში;
- სტაბილური ზრდა მოქალაქის სამედიცინო დანახარჯებთან ერთად სახელმწიფო დაფინანსების, საჭიროებისამებრ;
- შეთანხმებული კორდინირებული მუშაობა, სადაც ბიზნესი ვერ წაყვება სახელმწიფოს, იქ გადაიბაროს და მართოს სახელმწიფომ კლინიკები და პირიქით!
- მოგების მარჟის განსაზღვრა კლინიკებისთვის-სახელმწიფო პროექტებში!

და კიდევ მთავარი, ბავშვებს და პენსიონერებს სრული მოცულობა სამედიცინო სერვისების და დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ და ყველა სერვისზე ხელმისაწვდომობა სრული მოცულობით!", - აღნიშნავს კობახიძე.