მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი გადავიტანეთ შავ სამყაროში, საიდანაც შემოსავალს სახელმწიფო ვეღარ იღებს - შალვა ალავერდაშვილი

602cd5d5966e8
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.21 13:07
979
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მთის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად ბიზნესი გადავიდა „შავ სამყაროში“, საიდანაც ვერც კერძო სექტორი და ვერც სახელმწიფოს შემოსავალს ვერ იღებს.

მან 10 ასოციაციის მიერ პრემიერის მიმართ 7 პუნქტიანია მოთხოვნის გაჟღერების ერთ-ერთ პუნქტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთის კურორტებისთვის 22 თებერვლიდან გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ამ შეთავაზებაში არის მთის კურორტების დაუყოვნებელი გახსნა 22 თებერვლიდან, ეს ის მინიმალური პერიოდია, როდესაც კიდევ შეიძლება მთის კურორტებზე არსებული ობიექტების გადარჩენა. დღემდე ვერ გავიგეთ ფიზიკურ პირებს აქვთ ბინების გაქირავების უფლება და ბინების მენეჯმენტის კომპანიებს - არა. როდესაც მენეჯმენტის კომპანიებს, ნამდვილად, უფრო მეტად შეუძლიათ დაიცვან ყველა რეგულაცია. მენეჯმენტ კომპანიებს შეუძლიათ თეთრი ბიზნესის წარმოება. ჩვენ ბიზნესი გადავიტანეთ შავ სამყაროში, საიდანაც შემოსავალს სახელმწიფო ვეღარ იღებს და ვერც კერძო სექტორი. შესაბამისად მთის კურორტების გახსნა არის აუცილებლობა, იმისთვის, რომ მინიმალური შემოსავალი ნახონ მთის კურორტებმა“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ მთის კურორტებთან მიმათებაში გაკეთებულმა განცხადებამ ცხადყო, რომ მათი დახურვა დიდი ხნის წინ იყო გადაწყვეტილი, რამაც ბიზნესი დააზარალა.

„სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრს წამოსცდა, რომ ზაფხულს არ გაიმეორებდნენ. ეს ყოფილა წინასწარ დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს,რომ წინასწარ იცოდნენ, რომ მთის კუროტები წელს არ გაიხსნებოდა. კერძო სექტორს ეს წინაწარ უნდა სცოდნოდა იმისთვის, რომ მინიმუმ არ აეღოთ ზედმეტი სესხები ბანკში, რათა მოემზადებინათ თავისი ობიექტები რეგულაციების დაცვისთვის და მეორე - როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ბანკებთან, ბევრმა კომპანიამ სესხები თებერვლის და მარტის ბოლომდე გადაავადებინათ, იმ იმედით, რომ ამ ეტაპზე ადამიანებს ექნებოდათ მინიმალური შემოსავალი მაინც. თურმე წინასწარ სცოდნიათ, რომ ზამთრის კურორტები არ გაიხსნებოდა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც წინასწარ არ ეუბნები ბიზნესს და ფაქტის წინაშე აყენებ. დღეს დღიურად 20 000 ტურისტს ვკარგავთ იმის გამო, რომ პარტნიორებს პასუხს ვერ ვცემთ - რა და როდის მოხდება ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.