19.მარტი .2020 18:11

ბიზნესი მოქალაქეებს მოუწოდებს, stopcov.ge-ს რეკომენდაციები გაითვალისწინონ

views 290
უკან

საქართველოში არსებული ბიზნესების წარმომადგენლებსა და პრემიერის აპარატის მიერ შექმნილია ჯგუფი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს.

ბიზნესის ინიციატივით შექმნილი ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა და ჩამოყალიბდა გეგმა, რომლითაც ჯგუფი ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართავს:

• ბიზნესასოციაციის წევრებმა შესაძლებელია თავიანთ ფეისბუქ გვერდებზე დააშეარონ stopcov.ge-ის საიტი და დააყენონ StopCoV-ის ჩარჩო (ერთგვარი გამოწვევა სხვა ბიზნესებისთვისაც).

• კომპანიების ვებ-გვერდებზე, შესაძლოა, დაიდოს stopcov.ge-ის ბანერი, რომელიც გადამისამართდება საიტზე.

• ბანკებმა მობაილ და ინტერნეტბანკებში შესაძლოა ჩასვან stopcov.ge-ის ბანერი, რომელიც გადამისამართდება საიტზე.

• ბანკომატებზე, თანხის გამოტანის შემდეგ, შესაძლოა გამოდიოდეს stopcov.ge-ის საიტის მისამართი და მოკლე აღწერა.

• საიტის მისამართის ბანერის ჩაშენება ასევე შესაძლებელია ჩარიცხვის აპარატებზე.

• საკაბელო ტელევიზიის ჩართვისას შესაძლოა ეკრანზე გამოდიოდეს stopcov.ge-ის ბანერი

• მოკლე აღწერით, ასევე საიტის მისმართი შეიძლება ჩაშენდეს და ანიმირებულიც კი იყოს მენიუს გახსნისას.

• კომპანიებმა stopcov.ge -ის საიტის არსებობის შესახებ მოკლე საინფორმაციო ანიმირებული ბანერი (შესაძლოა რეკომენდაციის ვიდეოც) დაატრიალონ მომსახურების ცენტრებში - რაც მათ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. (მაგ.: აფთიაქებში).

• „ჯორჯიან ეარვეისმა“ თვითმფრინავების ეკრანებზე დაატრიალოს ვიდეორგოლი ქართულ და ინგლისურ ენაზე. ასევე, stopcov.ge-ის ანიმაციური ბანერი.

• კომპანიებმა საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, მაქსიმალურად ჩაატარონ დეზინფექცია, ასევე დადგან ხელის დეზინფექცირების აპარატები - ამის შესახებ მოახდინონ კომუნიკაცია და ინნფორმაციის გავრცელება.

• stopcov.ge -ზე არის ზოგადი რეკომენდაციების საბეჭდი ვერსიები, რომლებიც შეგიძლიათ დაბეჭდოთ და გამოიყენოთ ყველგან, იმისთვის, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ საჭირო ინსტრუქცია.

• კარგი იქნება თუ მაქსიმალურად შევზღუდოთ თანამშრომელთა რაოდენობას, და სადაც შესაძლებელია გადავალთ ონლაინ-რეჟიმში, დისტანციური მუშაობის მეთოდზე - განსაკუთრებით კი ორსულების, ქრონიკული დაავადების მქონე ან და 50 წელს ზევით თანამშრომლების შემთხვევაში.

• გთხოვთ, მაქსიმალური ძალისხმევა მივმართოთ რიგების სამართავად, იმისთვის, რომ მომსახურების ოფისებში ბევრი ხალხი არ იყრიდეს თავს და დაცული იყოს დისტანცია. მაქსიმალურად მოვახდინოთ ორიენტირება დისტანციურ სერვისებზე.