მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი მთავარ პრობლემად შეზღუდვებს ასახელებს – გიორგი ხიშტოვანი

606763f923b91
ლიკა გურაბანიძე
04.04.21 19:40
698

საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) ინდექსის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კვლევის მიხედვით, წლის დასაწყისში გაუმჯობესდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მხრიდან როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ასევე მოლოდინის შეფასება, თუმცა "მიმდინარე მდგომარეობის" მაჩვენებელი კვლავ ნეგატიური რჩება.

ბიზნესი ინარჩუნებს პოზიტიურ მოლოდინს, რომელიც მნიშვნელოვნად, 34 პუნქტით არის გაუმჯობესებული.“საქმიან დილაში” PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ ბიზნესის მოლოდინები მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოზიტიური რჩება. ასევე ბიზნესი მზად არის, რომ გააქტიურდეს. მდგომარეობა სექტორების მიხედვით განსხვავებულია, რასაც ხიშტოვანი კონკრეტული მიზეზებით ხსნის.

“კვლევაში განსაკუთრებული პოზიტიური მოლოდინი ვაჭრობის და მომსახურების სფეროში დაფიქსირდა. სიტუაცია მშენებლობის სექტორში შედარებით განსხვავებულია. 2021 წელს პირველი ორი თვე სამშენებლო სექტორისთვის ძალიან მძიმე იყო და გამოკითხვის ჩატარების დროს სექტორი მიმდინარე მდგომარეობის შეფასების კუთხით ფსკერზე იყო. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ეკონომიკის გახსნა მათ მდგომარეობას გააუმჯობესებდა, პოზიტიურია.

შეზღუდვები არის მთავარი პრობლემა, რაც ბიზნესების მხრიდან სახელდება. ბიზნესი მზად არის დაასაქმოს, ის კონკრეტულ ღონისძიებებს ელოდება, რომელიც მას ამის გაკეთებაში დაეხმარება” - განაცხადა ხიშტოვანმა.

მისივე განმარტებით, 2020-ის პირველ და მეოთხე კვარტალთან შედარებით 2021 წელს მოლოდინები ბიზნეს კლიმატის კუთხით გაუმჯობესებულია.