მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესი, რომელიც თანამშრომლებს არ აცრის, ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება“ - პაატა იმნაძე

60ffc7370cacd
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.21 13:00
2551
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში მკაცრი შეზღდვებისა და "ლოქდაუნის" დაწესება არ იგეგმება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კითხვაზე, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების გათვალისწინებით, რატომ არ აწესებს საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებს? - იმნაძე პასუხობს.

"ერთი წელი მესმოდა - რატომ არის შეზღუდვებიო?...ჭრელო პეპელას ვარიანტია",- ამბობს პაატა იმნაძე.

ხოლო კითხვაზე იქნება თუ არა გარკვეული შეზღუდვები დაწესებული კერძო სექტორისთვის, მან განმარტა, რომ თუ ბიზნესი არსებულ რეგულაციებს არ დაიცავს, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„ბიზნესს შემიძლია ვუთხრა ერთი: მას აღარ დასჭირდება შეზღუდვა, მისი შეზღუდვა ის იქნება, რომ თუ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არ დაიცავს არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თანამშრომლებს, ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. ტურისტი აქედან ინფიცირებული წავა და ასეთი შემთხვევები ბევრია, მათ შორის ისრაელში, ქუვეითში, სინგაპურში... ჩვენ შეტყობინებებს ვიღებთ... წარმოიდგინეთ იმავე სასტუმროში გამოუშვებს ვინმე ტურისტს? დღეს დაწესებული რეგულაციები უნდა აღსრულდეს და ეს საკმარისი იქნება“, - თქვა იმნაძემ.