"ზურაბ აზარაშვილი ექიმის ოჯახშია გაზრდილი და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კარგად ესმის", - ასე წარადგინა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის პოსტზე თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ აზარაშვილი
პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის მესამედია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ
საკითხს გამოცდილი კადრი განკარგავდეს.
„დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, ჯანდაცვის პოსტს ზურაბ აზარაშვილი დაიკავებს. ის არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, მას ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. არის ძლიერი მენეჯერი. ჩვენ დავრწმუნდით ამაში, როცა მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა მაშინ იყო „დელტას“ ხელმძღვანელი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რაც ემსახურებიდა ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას.
ის არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, გაზრდილია ექიმის ოჯაახში და კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე არის. არის 5 შვილის მამა და ვფიქრობ, ბატონი ზურა ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას. ჯანდაცვის ბიუჯეტი არის, დაახლოებით, 6 მილიარდი ლარი - ბიუჯეტის მესამედი და ამ მიმართულებით გამოცდილი კადრი გვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეკატერინე ტიკარაძემ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი