მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ინტერესებს უფრო წინ ვერ დავაყენებთ - მინისტრი

6012b49b71da9
ინგა მურუსიძე
28.01.21 17:00
2019
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ სტატისტიკურ მონაცემებზე. ტიკარაძემ განმარტება გააკეთა მთავრობის და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ და თქვა, რომ ბიზნესის ინტერესები ჯანმრთელობაზე წინ ვერ დადგება.

„ბაზრობებს ჰქონდათ სურვილი, რომ რაც შეიძლებოდა დროულად გახსნილიყვნენ. ჩვენ შევეცადეთ დეტალურად აგვეხსნა, თუ როგორ განვსაზღვრეთ გახსნის თანმიმდევრობა. ისინი საკმაოდ გაგებით მოეკიდნენ გადაწყვეტილებას და ჩვენ შევთანხდმით, რომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და სტატისტიკაზე. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, ბაზრობების გახსნაზე ვიმსჯელებთ...ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტია საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა. ამ პრიორიტეტებიდან და იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ნამდვილად ვერ დავაყენებთ უფრო წინ ბიზნესის საკითხებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. “, - განაცხადა ტიკარაძემ.

არგუმენტი, რომ პირველ რიგში არა დახურული, არამედ ღია სივრცეები უნდა გაიხსნას, ტიკარაძისთვის მიუღებელია და მაგალითად მოჰყავს, ახალი წლის დღეებში გახსნილი მოლების და ამ პერიოდში კარგად დაცული სანიტარული ნორმები.

„ბაზრობებზე ადამიანების მოცულობა გაცილებით მეტია, ვიდრე მოლებში გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მივიღეთ“, - განმარტავს ტიკარაძე.