მსოფლიო ბანკთან დღეს საქართველომ 85 მილიონი ევროს მოცულობის ახალ სასესხო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტით განსაზღვრულ მეორე პრიორიტეტს სწრაფი გადახდების სისტემის რეფორმირება წარმოადგენს. პროექტის ბიუჯეტის ძირითად ნაწილს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “აწრამოე საქართველოში” აითვისებს და ბიზნეს გრანტებს და სესხის სუბსიდიას გასცემს. სწრაფი გადახდების სისტემის რეფორმირების კუთხით კი თანხას ძირითადად ეროვნული ბანკი მიიღებს.
კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სებასტიან მოლინეუსის თქმით, ეს პროგრამა ქვეყანაში მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს განვითარებაში დაეხმარება.
"მოხარული ვარ, ხელი მოვაწერო ამ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას გულისხმობს. ეს არის იმ დახმარების ნაწილი, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას და პირველ რიგში მის მოქალაქეებს უწევს. ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად საქართველოს საბიუჯეტო დახმარების ვუწევთ, რათა ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება მოხდეს. დღეს გაფორმებული სესხით კი მიკრო და საშუალო ზომის მეწარმეებს გავუწევთ დახმარებას,"- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ საუბარია ახალი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მუდმივ რეჟიმში, დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იმუშავებს.
"საუბარია სწრაფი გადახდების სისტემაზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღის განმავლობაში იმუშავებს. ჯამურად ამ პროექტის დასრულებას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდება, ანუ 2022 წლის ბოლოს საქართველოს უკვე ექნება ახალი საგადახდო სისტემა, რომელიც იქნება მყისიერი და იაფი გადახდის საშუალება,"- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
ახალი სესხით გათვალისწინებულ თანხას საქართველო 2022-2026 წლებში მიიღებს და მისი ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებად ნაწილდება - 68 მილიონი ევრო “აწარმოე საქართველოში”-ს გამოეყოფა, ხოლო 12 მილიონი ევრო კი ქვეყანაში ციფრული გადახდების სისტემების გაუმჯობესებაზე უნდა დაიხარჯოს.
85 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამა ასე ნაწილდება:
აწარმოე საქართველოში - 68 მილიონი ევროს დაფინანსება, მათ შორის:
გრანტები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის - 25 მილიონი ევრო;
სესხის პროცენტის თანადაფინანსება - 12.8 მილიონი ევრო;
კრედიტის ნაწილობრივი გარანტირება - 25 მილიონი ევრო;
ბიზნესების დახმარება გაციფრულებაში - 5 მილიონი ევრი;
ციფრული გადახდების სისტემის მხარდასაჭერად გამოყოფილი 12 მილიონი ევრო ასე ნაწილდება:
ეროვნული ბანკი - საგადახდო ინფრასტრუქტურის განახლება - 6 მილიონი ევრო;
ეკონომიკის სამინისტროს, "აწარმოე საქართველოში"–ს და იუსტიციის სამინისტროს მომხმარებელთა სარეგისტრაციო სისტემების გაუმჯობესებისთვის 4.3 მილიონი ევრო გამოეყოფათ;
დაცული ტრანზაქციების რეფორმაზე კი 1.7 მილიონი ევრო დაიხარჯება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი