საქართველოს მთავრობა, კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტის პარალელურად, ბიზნესის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე მუშაობას განაგრძობს. ამ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და აღინიშნა, რომ საჭიროა, ხელისუფლებამ დამატებითი ნაბიჯები გადადგას ბიზნესის მხარდასაჭერად, რათა შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.
მთავრობის წევრებმა ასევე იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმის 3 ფაზის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე, ასევე განიხილეს ის ღონისძიებები, რომელთა გატარება ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზის ფარგლებში იგეგმება.
მთავრობის მეთაური ინტენსიური შეხვედრების ფარგლებში თავად ბიზნესის წარმომადგენლებისგან იღებს ინფორმაციას მათ წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ და აღნიშნული კომუნიკაცია ბიზნესთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტი სწორედ მათთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მუშავდება და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება.
როგორც ცნობილია, მთავრობა აქტიურად მუშაობს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტზეც და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ კუთხით ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში გადადგამს, ასევე უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი"-ნათქვამია ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?