მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტი ცნობილია

5fbf88d6c6b7a
ინგა მურუსიძე
26.11.20 14:50
1621
„ტურიზმის სექტორს ქონების გადასახადი და 4 თვით გადავადებული საშემოსავლო გადასახადი გაუუქმდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ტურიზმის სფეროში დასაქმებულთათვის 2021 წლის განმავლობაში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული. ისინი გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტურიზმის სექტორს ჩამოეწერება ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც პანდემიის დასაწყისში 4 თვით გადავადდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დახმარების პაკეტი ეხება სარესტორნო ბიზნესსაც. პრემიერის თქმით, მათთვის ამოქმედდება პროგრამა რაც ითვალისწინებს
სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირებას.

„ყველა იმ რესტორანს, ან კომპანიას, რომელსაც გააჩნია სასესხო ხელშეკრულება, 6 თვის განმავლობაში მთავრობა სესხების პროცენტებს დაუსუბსიდირებს“, - განაცხადა გახარიამ.

დამატებით, 6 თვის ვადით გაგრძელდება პროგრამა ბიზნესისთვის, რაც ითვალისწინებს 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებას, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასზე კი, პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია.

გიორგი გახარიას თქმით, საშემოსავლო გადასახადისგან 33 ათასი კომპანია გათავისუფლდა, 425 ათას ადამიანს შეეხო და პროგრამაზე 260 მლნ ლარი დაიხარჯა.