მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის, თუ მარეგულირებლის ინტერესი - რატომ იზრდება მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა

5efb38e11bb70
ინგა მურუსიძე
30.06.20 17:37
620
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, მარეგულირებელს სჭირდება მეტი დრო იმისთვის, რომ წამლის დოსიე ხარისხიანად შეისწავლოს.

საკითხზე მსჯელობა ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს. წამლის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებებით, მედიკამენტის რეგისტრაცის ვადა 7-დან 30 დღემდე იზრდება. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბაჟო გადასახადი ძალიან მაღალია და თუკი წამალი საბაჟოზე 30 დღით უნდა გაჩერდეს, გადასახადიც ძალიან მაღალი იქნება, რაც მედიკამენტის ფასზე აისახება.

"ჩვენი შეფასებით, ვადების გახანგრძლივება არის წმინდა პროცედურული საკითხი და უკავშირდება იმ გამოცდილებას, რაც კოვიდთან დაკავშირებულ ნაწილში გავიარეთ. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტესტების დარეგისტრირება ძალიან გაგვიჭირდა. ეს ცვლილებები არის წმინდა შეფასება მარეგულირებლის შესაძლებლობების და იმის, თუ რა ვადაში შეუძლია მას გონივრულად და ხარისხიანად შეაფასოს ის დოსიე, რაც მას სჭირდება სამუშაოს შესასრულებლად. მაგალითად, ხუთი დღე წამლის რეგისტრაციისთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ გვექნება გამართული ელექტრონული სისტემა და ამ სისტემის დანერგვისკენ მივდივართ. სერიოზული გაძლიერება სჭირდება მარეგულირებელს - საკითხი ასე უნდა დაისვას და არა ისე, რომ თითქოს მარეგულირებელი ბიზნესს უპირისპირდება. ვადის გახანგრძლივების ერთადეთი საფუძველი არის მარეგულირებლის პოზიცია, რომ უფრო მოკლე ვადაში მისთვის ხარისხზე გარანტიის გაცემა არის ძალიან რთული", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.