16.თებერვალი .2020 16:25

ბიზნესისთვის გამოწვევად კვლავ არასტაბილურობა რჩება – "ჯიარდისის" გენერალური დირექტორი

views 430
უკან

"ამ წელიწადს შეიძლება, ბევრი რამე დავკარგოთ, თუ არ ვიქნებით უფრო მობილიზებულები", - ამის შესახებ BM.GE-ის "ჯიარდისის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა 2020 წელს კერძო სექტორისთვის მთავარ გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ყარალაშვილი ამბობს, მიმდინარე წელს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ არასტაბილურობა რჩება.

"სტაბილურობა ცოტა ისეთი სიტყვა გახდა დღეს საქართველოში, რომ ყველას აქვს ჩახვეული. ბიზნესი ყველაზე მეტად გრძნობს ამას, იმიტომ რომ მაჯაზე უდევს ფაქტობრივად ხელი. ამ წელიწადს შეიძლება ბევრი რამე დავკარგოთ, თუ არ ვიქნებით უფრო მობილიზებულები, იმიტომ რომ ინვესტიცია, უცხოეთიდან შემოსული კაპიტალი, არის ის, რაც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას და იმედს ვიტოვებ, ეს დაბრკოლებები გადაილახება და 2020 წელი, რომელიც მართლა კრიტიკული წელი არის ყველა კუთხით, იქნება ისეთი, რომ ქვეყნის წინსვლას შეუწყოს ხელი", - აცხადებს "ჯიარდისის" გენერალური დირექტორი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა