მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესისთვის მწვანე სერტიფიკატების მინიჭებას ვაპირებთ, რაც წამახალისებელი მექანიზმი იქნება - ბექა ფერაძე

61a66d5669a36
თამთა ჯიჯავაძე
30.11.21 22:46
665
ცალკეულ ბიზნეს ობიექტებში შესასვლელად 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ წარდგენა იქნება სავალდებულო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ბიზნესების თანამშრომლებისთვისაც აუცილებელი იქნება იყოს ვაქცინირებული. როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ამ შემთხვევაში მთავრობა წამახალისებელ მექანიზმზე მუშაობს.

„ეს იქნება მწვანე სერტიფიკატის მინიჭება თავად ბიზნესისთვის, ეს ნიშნავს იმას რომ მათ მარკეტინგულად დავეხმარებით. თუ თანამშრომლებს კორონავირუსზე გატესტავენ, შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით ჩვენ მათ მივანიჭებთ მწვანე სერტიფიკატს და მომხმარებელი იქნება ინფორმირებული ასეთი დაწესებულების შესახებ, რომელსაც სრულიად მწვანე ზონა ექნება უზრუნველყოფილი. ეს იქნება წამახალისებელი მექანიზმი“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

ცნობისთვის, ხვალიდან მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება, ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები – მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშო დარბაზები / სპაცენტრები და ფიტნესდარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.