მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ადგილობრივი ტურიზმის მხარდასაჭერად

5ef606da390d7
BM.GE
26.06.20 18:29
970
ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით დიპლომატიური კორპუსის ქალ წარმომადგენლებს კახეთის რეგიონში, სოფელ ქედელში უმასპინძლეს. ერთის მხრივ, ეს წარმოადგენდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ფედერაციის ხელმძღვანელებსა და საქართველოში აკრედიტირებულ ქალ ელჩებს შორის, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და მეორეს მხრივ, შეხვედრა ემსახურებოდა პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებული დარგის, ადგილობრივი ტურიზმის პოპულარიაზიას.

ქედელში, ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ია თაბაგარის მიერ დაფუძნებული რანჩო- Lost Ridge Inn, Brewery & Ranch საცხენოსნო ტურზმის ადგილია, რომელიც ტურისტებს კახეთის მასშტაბით საცხენოსნო ტურებს სთავაზობს. რანჩოში განთავსებულია ასევე სასტუმრო და ღია კაფე. ფედერაცია სამომავლოდ კიდევ გეგმავს მსგავსი ტიპის აქტივობებს, ამჟამად სხვა რეგიონების პოპულარიზაციის და ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით.

(NS)