ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ განცახდებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფედერაცია წევრი ბიზნესების სახელით გამოთქვამს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის გეგმის ჩამოყალიბებაში და მონაწილეობა მიიღოს ამ გეგმის დარგობრივ დამუშავებაში.
"კოვიდ-19-ით გამოწვეული ზარალის წინააღმდეგ მსოფლიო აქტიურად იწყებს ზომების მიღებას. ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან ინდივიდუალური გახსნის გეგმების შემუშავების რეჟიმზე. ავსტრიამ და ჩეხეთმა უკვე წარადგინეს ასეთი გეგმები.
საქართველო პატარა და განვითარებადი ქვეყანაა. შესაბამისად, მიმდინარე მოვლენები მძაფრად აისახება ჩვენს ეკონომიკაზეც: განადგურდა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, გაჩნდა ლოგისტიკური პრობლემები, რაც მოიაზრებს ტვირთების გადაზიდვას, ექსპორტ-იმპორტს და ა.შ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების და დისტანცირების წესების დაცვით, ეკონომიკური რეაბილიტაციის შემუშავების გეგმა დაიწყოს საქართველოშიც. ვთვლით, რომ საჭიროა არსებულ დარგობრივ ბიზნესებში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა, ხოლო შემდგომი დაახლოებით ერთი თვის პერიოდში, თანდათანობით და ფრთხილად, ბიზნეს სექტორი ეტაპობრივად, მაგრამ სრულად უნდა დაუბრუნდეს სამუშაო რეჟიმს. გახსნის გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზარალის შემდგომში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდის თავიდან აცილების მიზნით.
ვირუსის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურად დაბალი და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით ყველა ღონეს ვიყენებთ, რომ სავალალო შედეგები არ დაგვიდგეს. ჩვენთვის ცნობილია სხვა ქვეყნების გამოცდილება და ვირუსის გავრცელების ტენდენციები, რაც საშუალებას გვაძლევს შემუშავდეს კონკრეტული გეგმა საფრთხის თავიდან ასაცილებლად ეკონომიკის ამოქმედების პირობებში. ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ თვლის, რომ აუცილებელია დავიცვათ სწორი ბალანსი ქვეყანაში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით. ჩვენ, როგორც ქვეყანა, არ ვართ იმ პირობებში, რომ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის მოგვიწიოს არჩევანის გაკეთება. უფრო მეტიც, ეკონომიკური კოლაფსის შედეგები შესაძლოა გაცილებით მძიმე და საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს ჩვენი მოსახლეობისათვის, ვიდრე ამჟამად კოვიდ-19-ა.
ისე, როგორც ვირუსის გავრცელებას შევხვდით მობილიზებულად, ასევე სრული მზადყოფნით უნდა შევხვდეთ ვირუსის დამარცხებას და სწორედ ამიტომ საჭიროა, დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკის ამუშავებისკენ.
გამოვთქვამთ მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ მთავრობას გახსნის გეგმის შემუშავებაში და აქტიურად ჩავერთოთ ეკონომიკური რეაბილიტაციის გეგმის ჩამოყალიბებაში", – აღნიშნულია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი