25.ივლისი .2020 22:44

ბიზნესლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვებინარების სერია “ქალი & ბიზნესი“ დაასრულა (R)

views 429
უკან

ბიზნესლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვებინარების სერია ,,ქალი & ბიზნესი” დაასრულა.

ვებინარების მთავარი მიზანი იყო მსოფლიო კრიზისულ პერიოდში ქალ ბიზნესლიდერთა პიროვნული და საქმიანობის განვითარების წახალისება და ხელშეწყობა.

22-მა წარმატებულმა ბიზნესლიდერმა ქალმა თავიანთი კომპანიების მაგალითზე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა თემაზე გაუზიარა.

შედეგად:
• გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები მცირე და საშუალო მეწარმე ან/და ბიზნეს ლიდერთა შორის, მათ შორის გაიზარდა ერთმანეთისთვის უსასყიდლოდ სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება;
• ვებინარების სერიამ პოზიტიურად შეცვალა მონაწილეთა შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე, რაც ნათლად ჩანს მიღებულ უკუკავშირში;
• დაიგეგმა სამომავლო პარტნიორული ურთიერთობები ქალ მეწარმეთა გასაძლიერებლად, როგორიცაა მენტორინგი, ქოუჩინგი, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები.
ვებინარები განხორციელდა ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” მიერ, პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხადაჭერით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა