14.სექტემბერი.2018 10:00
ეკონომიკა

ბიზნესმა 200 000 ლარამდე სესხების დოლარში აღების აკრძალვის შესახებ მედიიდან შეიტყო

ბიზნესმა 200 000 ლარამდე სესხების დოლარში აღების აკრძალვის შესახებ მედიიდან შეიტყო
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის განცხადებით, 200 000 ლარამდე სესხების დოლარში აღების აკრძალვასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე მთავრობას მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ბიზნესს რამდენად აწყობს ან არ აწყობს ეს რეგულაცია ამაზე ჩვენს ასოციაციასთან არ ყოფილა კომუნიკაცია, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გამოვლენილია, რომ 200 000 ლარამდე სესხებს უფრო ხშირად იღებს მცირე ბიზნესი და მათთვის უფრო დიდი პრობლემაა და რისკია სავალუტო რყევები, როცა ლარი უფასურდება და არა ის, სესხებს 6%-ში აიღებს ბანკისგან თუ - 8%-ში; განსხვავება მათ შორის ისაა, რომ დოლარში პროცენტი გაცილებით დაბალია, ვიდრე - ლარში“, - განაცხადა bm.ge-თან ჭელიძემ და იქვე დასძინა, რომ ახალი რეგულაციით, ფაქტობრივად, ბიზნესს არჩევანი არ ექნება, რომელ ვალუტაში ისესხოს.

მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელისთვის რეგულაციებთან დაკავშირებით მთავრობის არგუმენტები მისაღებია.

შეგახსენებთ, სავარაუდოდ, 1 თვეში როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები 200 000 ლარამდე სესხებს დოლარში ვეღარ აიღებენ. მთავრობის ეს პოლიტიკა გავრცელდება ლიზინგზეც. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, ამით რისკების დაზღვევას შეძლებენ.

„ლარიზაცია არის ჩვენი მნიშვნელოვანი ინიციატივა და ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას“, - აცხადებს პრემიერი
ავტორი: თელარა გელანტია

23.ივლისი.2019 17:05
45

ლარი დოლართან მიმართებით 2.89-მდე გაუფასურდა

ვრცლად
23.ივლისი.2019 17:00
54

„წელს რეკორდული თანხა - 400 მლნ იხარჯება რეგიონებში, რაც 6700 პროექტის განხორციელებას მოხმარდება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 16:28
344

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მაია ცქიტიშვილს პასუხობს

ვრცლად
23.ივლისი.2019 16:00
92

„კანადასთან საინვესტიციო შეთანხმება კანადელ და ქართველ ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 15:18
233

ქართული ბანკების მიმართ მოქალაქეთა პრეტენზიები 69%-ით გაიზარდა

ვრცლად
23.ივლისი.2019 14:34
262

ერთი დოლარის ღირებულება 2.90 ლარამდე გაიზარდა

ვრცლად