„ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს“ - ასე შეაფასა პოლიტიკიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა კერძო სექტორში დღეს არსებული რეალობა. ბიზნესმენი ცეზერ ჩოჩელი მილიარდერის ამ შეფასებას არ იზიარებს და ამბობს, რომ ფავორიტიზმი ყველა ხელისუფლების დროს იყო.
„მე არ ვიცი მისი წასვლა რას ნიშნავს და ვერ ვხვდები წავიდა, თუ დარჩა. რაც შეეხება ბიზნესში ფავორიტიზმს, მინდა, გითხრათ, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული არსებობს ბიზნეს ასოციაცია და დღესაც იმ ასოციაციის წევრების დაახლოებით, 90% ისევ ისინი არიან, ვინც ადრე იყვნენ. შევარდნაძის პერიოდში ისინი ამბობდნენ, რომ ის პერიოდი ბიზნესისთვის საუკეთესო იყო, "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის შემდეგ ამბობდნენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაარჩინა ბიზნესი და ახალ რეალობაში ბიზნესის გადარჩენას მმართველ ძალას მიაწერენ. დღევანდელ რეალობაში ბიზნესი ალბათ ხმას ამოიღებს მაშინ, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვა სათავეში, ეს მანკიერი მხარეა. 90-იანებში ბიზნესის ფორმირებისას ბიზნესის საჭიროებებზე საუბარი აუცილებელი იყო, ბიზნესის პრობლემებზე საუბარი ახლაც საჭიროა. იყვნენ ადამიანები, ჩემი ჩათვლით, ვინც ყოველთვის საუბრობდა პრობლემებზე.
დარწმუნებული ვარ, ზუსტად ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ხელისუფლების ქებით არიან დაკავებულნი, ქვეყნის სათავეში ახალი ძალის მოსვლის შემთხვევაში, მათ დღევანდელ მანკიერ მხარეებზე დაიწყებენ საუბარს. აქ საუბარია იმაზე, რომ ზოგადად ბიზნესმა სიმართლის თქმა უნდა ისწავლოს, თუ გვინდა ქვეყნის წინსვლა და ეკონომიკის ფეხზე დაყენება, დღევანდელ ხელისუფლებას იმ მანკიერ მხარეებზე, გადაცდომებსა და არასწორ მიდგომებზე უნდა ვესაუბროთ, რომელიც დღეს არის. თუნდაც ეს იყოს ტარიფების ზრდა, თუნდაც ის, რომ ქვეყანაში ამდენი დაუსაქმებელი ადამიანია და ვიღებთ შრომის კოდექსს, რომელიც აზარალებს მოსახლეობას და დამსაქმებელს“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა და დასძინა, რომ იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია, ჯერ უნდა შეიქმნას ბაზა და შემდგომ უნდა წავიწიოთ კანონმდებლობის სრულყოფისკენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის