მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დაკავებულია

629648b7d1376
BM.GE
31.05.22 20:52
21510
თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს წყარომ მიაწოდა.

შეგახსენებთ, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბათუმში თურქ ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანიაში შევიდა, თუმცა უწყებას ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

bm.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას და ცდილობს უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია “მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო “ეიფორია”, “ინტურისტი”, “მეტრო სქაი თაუერი” და “ბიზნეს ლეჯენდი”. ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითი”. 

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სს “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას” შემოსავალმა 43.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის წმინდა ზარალი 52.5 მილიონი ლარი იყო. პანდემიამდე, ანუ 2019 წელს ჯგუფის ჯამური შემოსავალი 81 მილიონი ლარი, ზარალი კი 53 მილიონი ლარი იყო.

ჯგუფის აქტივების ზომა 535 მილიონი ლარია.