მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი გახარიას მთავრობის მუშაობას აფასებს

5de68c39a1887
BM.GE
03.12.19 20:45
4118
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი გიორგი გახარიას პრემიერობას და მთავრობის მუშაობას აფასებს. როგორც BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ საუბრისას პაპაშვილმა განაცხადა, გახარიამ თუ მას პოლიტიკური ბატალიების გამო დასცალდა, უნდა გააკეთოს ბევრი რამ.

„ძალიან ცოტა დრო გავიდა მისი მოსვლიდან, ეს ერთი... როგორ უნდა იცოდეს და რომ იცის ეს მეორე დასტურია... მაგრამ რას გააკეთებს უახლოესი თვეები... თუ პოლიტიკური ბატალიების გამო დასცალდა, მაგრამ უნდა გააკეთოს წესით.

პირველი, რაც მომეწონა და პირველი ნიშანი იყო, რომ გაწევდა ამ საქმეს, ეს არის ეროვნული ბანკის რეგულაციების შესუსტება დაიწყო პირველსავე დღეს... ამაზე მეც მქონდა კომუნიკაცია და რაც ლარსაც... მიუხედავად ბატალიებისა, დღეს აი ვახსენე, რომ ჩამოიწია კურსმა გუშინ და დღეს.. ინტერვენციაც ალბათ მისი მოთხოვნაა ასე, იმიტომ რომ სხვა დროს ჩვენ ვერ გავხდით ვერაფერს ეროვნულთან. კარგი ნიშანია ეს... მე მგონი ყველა საშუალება აქვს წინ, რომ რადგან იცის ეს ყველაფერი და მოტივირებულიც უნდა იყოს, გააკეთოს უფრო ინტენსიურად ეს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან მონდომება არის, თუმცა, ბიზნესმენის განცხადებით, ის ვერ იტყვის, რომ აკეთებენ სრულფასოვნად. გარდა ამისა, პაპაშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარეთ სიტუაცია დასტაბილურდეს.

„ამ ფონზე ვერც ბიზნესი გააკეთებს საქმეს და ვერც მთავრობა“, - განაცხადა ბიზნესმენმა, - „ეს ლოიალობა, ეს მოქნილობა სახელმწიფოს ვალდებულებაა მაინც და როგორმე უნდა მოაგვარონ, თავისი წილი მიაგონ ოპოზიციას. რა თქმა უნდა, აქვს გავლენა ამ პროცესებს... ჩემზე აქვს, ყველაზე აქვს - მსხვილზეც და წვრილ ბიზნესზეც. უბრალოდ მსოფლიო უყურებს რა ხდება. პიროვნულში არ უნდა ჩაიკეტოს მთავრობა, პიროვნულამდე არ უნდა დაიყვანოს, თორემ მერე ძნელი მოსაგვარებელი ხდება“.