მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი: "მაქსიმალურად გამოიყენეთ შესაძლებლობა და ზეთისხილის რაც შეიძლება მეტი პლანტაცია გააშენეთ"

604a10a3873ef
ლიკა გურაბანიძე
14.03.21 15:30
3127

“ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და ზეთისხილის რაც შეიძლება მეტი პლანტაცია გააშენონ,” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “სვანიძე ჰოლდინგის” დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ბიზნესი მზარდია და მისი ბაზრებიც იზრდება. სვანიძის თქმითვე, ქართული ზეთისხილის ზეთი ხარისხის მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესოა.

“ხედავთ, რომ პანდემიის დროს საკვებ პროდუქტებზე ფასებმა კი არ დაიწია, არამედ მოიმატა. საკვების მოყვანა პრიორიტეტულია და ის ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს, ხოლო პროდუქტის მოყვანას, გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებაც დაემატება.” - განმარტა სვანიძემ.

ცნობისთვის, „სვანიძე ჰოლდინგი“ 2007 წლიდან ახორციელებს გრძელვადიან და დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პროექტებს. ჰოლდინგის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე, ამჟამად  ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს თავმჯდომარეობს, ხოლო თავად ჰოლდინგი აერთიანებს შემდეგ კომპანიებს: King’s Garden, Golf Land, Sheikh Land, Georgian Spa, Georgian Olive and Chateau Svanidze Winery.