მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი: წყალტუბოზე ივანიშვილის ინიციატივა საქმით თუ დადასტურდება, მიჰყვება ბიზნესიც

5dc92f55e95b2
თელარა გელანტია
11.11.19 13:51
1073
„წყალტუბოს პროექტს მიმზიდველს გახდის ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, კერძო სექტორის სრული ჩართულობა“, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშილმა bm.ge-ის კითხვას იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში იქნება კერძო სექტორისთვის მიმზიდველი წყალტუბოს განვითარების პროექტი.

გარდა ამისა, ბიზნესმენმა ხაზი გაუსვა საგადასახადო შეღავათების მნიშვნელობას.

კერძოდ, პაპაშვილის აზრით, კარგი იქნება თუ წყალტუბოს სპეციალური ტურისტული ზონის სტატუსს მიანიჭებენ, რადგან ეს სტატუსი ითვალისწინებს შეღავათებს როგორც ქონების და მოგების გადასახადების, ისე - დღგ-ის ნაწილში.

„კარგია თუ იქნება საგადასახადო შეღავათები... განსაკუთრებით, თუ ეს შენარჩუნებული იქნება კულტურულ ძეგლებთან მიმართებაში. ჩემი გათვლებით, მონუმენტური საბჭოთა შენობების შენარჩუნება, მათი მომსახურება ორჯერ მეტი დაჯდება, ვიდრე თანამედროვე შენობის აგება... ასეთი შეღავათები ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, თუ ეს ინიციატივა რაც გამოჩენილია ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, საქმით დადასტურდება და კონკრეტულ პროექტებს დაიწყებს, მიჰყვება ბიზნესიც“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.