მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია “ბილაინში” 20%-იან წილს ყიდის

6139ff1977ab1
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.21 16:34
1414
კომუნიკაციების კომისიამ ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას “ვიონი საქართველოს” (ბილაინის) 20%-იანი წილის გაყიდვაზე თანხმობა მისცა. მაქაცარია ამ წილს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის, Miren Ltd-ის მეშვეობით ფლობდა.

გარიგებამდე კომპანიის წილები ასე ნაწილდებოდა: Watertrail Industries Ltd (BVI) - 51%, Investico Alliance Ltd (BVI) - 29% და Miren Ltd (BVI) - 20%.

გარიგების შედეგად, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Watertrail Industries Ltd-ი, რომელიც აქამდე 51%-იან წილს ფლობდა, კომპანიის 71%-ის მფლობელი გახდება.

"ბილაინს" საქართველოში 1,294,000 აბონენტი ჰყავს. კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მისი შემოსავალი 105.5 მილიონი ლარი, წმინდა ზარალი კი - 92.3 მილიონი ლარი იყო.

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია 2019 წლამდე კომპანია "კავკასუს ონლაინის" 100%-იან წილს ფლობდა, ამჟამად ის "საქართველოს ლატარიის კომპანიის", "თბილისი ენერჯის" და "თელასის" აქციონერია.