14.ნოემბერი .2019 10:21

ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

views 1099
უკან

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასაწყისში განაცხადა.

„კიდევ ერთი ახალი წევრი გუნდის და ჩემთვის საამაყო გახლავთ ბატონი მიხეილ დაუშვილი, რომელიც დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად. მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, შევქმნათ ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესის მხარდაჭერა იქ, სადაც ამას კანონი საშუალებას გვაძლევს, ეს იქნება ბატონი მიხეილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: მიხეილ დაუშვილი ეკონომიკურ საბჭოში იმ პერიოდში მუშაობდა, როდესაც გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის პარალელურად, ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც ეკავა; ხოლო მას შემდეგ, რაც გახარია შს მინისტრი გახდა, დაუშვილმაც შსს-ში გადაინაცვლა.

ბოლოს მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ დაკავებული პოზიციები საკუთარი ნებით დატოვეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა