მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი - შესაძლოა, ბიზნესს კორონავირუსის დროს გამოწერილი ჯარიმების გაუქმებაში დავეხმაროთ

5f2e95072d26b
თათია ჩაფიჩაძე
08.08.20 16:04
1074
"შესაძლოა, გვქონდეს საფუძველი და ბიზნესს ჯარიმების გაუქმებაში დავეხმაროთ" - ეს განცხადება საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა აჭარაში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის გააკეთა.

შეხვედრა ბათუმში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენას და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებას ეძღვნებოდა. 

"ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრები გაგვეგრძელებინა რეგიონულ დონეზეც. ამის მიზანია დავინახოთ, რა გამოწვევები აქვს რეგიონებში არსებულ ბიზნესებს, განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ჩვენი ამოცანაა, დავინახოთ და გავიგოთ კოვიდ 19-ის პრევენციული პროტოკოლების აღსრულება როგორ მიმდინარეობს და ამ პროცესში რაიმე პრობლემები და გამოწვევები ექმნება თუ არა ბიზნესს. ასევე გავიგოთ სხვა გამოწვევები და ტკივილები, რომლებიც მათ გააჩნიათ და შემდგომ ცალსახად ვიზრუნოთ ამ გამოწვევების გადაჭრაზე.

პრევენციის რეკომენდაციები უნდა იყოს დაცული, იმისათვის, რომ ბიზნესის გახსნა იყოს მდგრადი და ეკონომიკის გახსნის შემდგომ არ დაგვჭირდეს ნაბიჯების უკან გადადგმა და რომელიმე სექტორის კვლავ დახურვა.

მეორეა აღსრულების მექნიზმები - გეთანხმებით, რომ ბიზნესისთვის ეს მტკივნეულია. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გვქონდეს საფუძველი, რომ დავეხმაროთ ბიზნესს ამ ჯარიმების გაუქმებაში და ამ პროცესში მათ მხარი დავუჭიროთ. ბევრი ფაქტორი მუშაობს აქ, ზოგიერთში იყო სწორად გამოწერილი ჯარიმები, მაგრამ მთავარი გამოწვევა დღეს ისევ რჩება ბიზნესის ცნობიერება - რა არის პროტოკოლების შინაარსი, რა არის პრევენციის შინაარსი. ჩვენი ამოცანა არ არის ვინმე დაისაჯოს, ჩვენი ამოცანაა, რომ ცნობიერება ამაღლდეს. ეკონომიკის გახსნა მოხდეს მდგრადად და თუ დავინახეთ, რომ სადმე რომელიმე პროტოკოლი და პრევევნციული მექანიზმი არაფექტური იყო და შეცვლას საჭიროებს, დროულად მოვახდინოთ ამ კუთხით რეაგირება, რომ ბიზნესს დამატებითი ტვირთი არ წარმოექმნას"- განაცხადა bm.ge-კითხვის საპასუხოდ დაუშვილმა.