19.ნოემბერი .2019 13:00

ბიზნესომბუდსმენი: ჩემი მანდატი ბიზნესის პრობლემების წამოწევა და ბიუროკრატიის შეფუცხუნებაა

views 315
უკან

ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ნდობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

ამ წუთებში სასტუმრო „რუმსში“ მიხეილ დაუშვილი ბიზნეოსმბუდსმენის რანგში საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებს ხვდება. შეხვედრას გიორგი გახარიაც ესწრება.

„ჩემი მანდატი, როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა დამავალა, არის ის, რომ უსწრაფესად მოვახდინოთ თქვენი პრობლემების წამოწევა და ბიუროკრატიის შეფუცხუნება, რათა თუ სადმე რამე გაჭედილია და მოსაგვარებელია, ეს ერთობლივად მოვაგვაროთ. იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა დაუშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა