ეს ციფრები არის მესიჯი და დადასტურება ბიზნესის მხრიდან იმისა, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი 2019 წლის მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13,7%-იან ზრდას.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში FDI-იმ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.
„2019 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 13,7%-ით გაიზარდა. გაზრდილი FDI-ს უდიდესი წილი მოდის რეინვესტირებაზე და ნაწილდება ორ ძირითად სექტორზე, ესენია - საფინანსო სექტორი და მშენებლობა. ვფიქრობ, რომ ეს ციფრები არის მესიჯი და დადასტურება ბიზნესის მხრიდან იმისა, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს", - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
მიხეილ დაუშვილი ინვესტიციების 9 თვეში ჯამურად შემცირების მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ ეს ნავთობის სექტორში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასრულებით არის გამოწვეული.
„რაც შეეხება 9 თვის ჯამურ მონაცემს, კლება ძირითადად წლის პირველ და მეორე კვარტალში FDI-ს შემცირებას უკავშირდება, რაც გამოწვეულია ნავთობის სექტორში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასრულებით", - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის