მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი: ინფლაცია ბიზნესსაც აწვება, შემცირებული მსყიდველუნარიანობა მათზეც აისახება

5dc15f73bd226
სალომე მეცხვარიშვილი
05.11.19 16:30
974
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, დღეს ლარის კურსი ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

ლექვინაძე გუშინ გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლსაც აფასებს (ოქტომბერში 6.9%) და აცხადებს, რომ მაღალი ინფლაციის მიზეზი ლარის კურსი გახდა. ლექვინაძე ამბობს, რომ ინფლაცია ბიზნესსაც ტვირთად აწვება, რადგან ამ დროს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მათი გაყიდვებიც იკლებს.

“საქართველოს ეკონომიკა არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ამიტომ რეგოონში არსებული პროცესები ბუნებრივია ახდენს გავლენას. ასევე დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და იმ მოქალაქეების მყიდველობით უნარზე, რომლებსაც აქვთ შემოსავალი ლარში და ვალდებულებები აქვთ დოლარში. მაღალი ინფლაციის მაჩვენებლი მაღალი კურსის გავლენის შედეგია.

კურსი ერთ-ერთი გამოწვევაა დღეს ბიზნესისთვისაც, რადგან გაძვირებული პროდუქცია და შემცირებული მსყიდველუნარიანობა მათ გაყიდვებზე აისახება. მთავარი ალბათ მაინც არის გააქტიურება საინვესტიციო ნაკადების მოზიდვის მიმართულებით. გამოწვევებს შორის ვასახელებთ ხოლმე რეგულაციებსაც, არ უნდა დავამძიმოთ ჩვენი ეკონომიკა ისე, რომ ეს იყოს გადამწონავი იმ უპირატესობების, რაც გაგვაჩნია - ეს არის დაბალი გადასახადები, მაღალი უსაფრთხოება და ლოჯისტიკური უპირატესობები. ამიტომ უნდა დავრჩეთ ამ მიმართულებით გამორჩეულები”,- აცხადებს ლექვინაძე.