10.სექტემბერი .2020 20:28

ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი "ოცნების" საპარლამენტო სიაშია

views 395
უკან

ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი "ოცნების" საპარლამენტო სიაშია.

პარტიამ ის სიის მე-11 ნომრად დაასახელა.

"მიხეილ დაუშვილს აქვს კერძო სექტორსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მუშაობის წარმატებული გამოცდილება.  2019 წლიდან ის იკავებს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. სახელისუფლებო გუნდთან ერთად აქტიურად იყო ჩართული პანდემიის მართვაში. მიხეილ დაუშვილი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართული ოცნების გუნდს იურიდიული და ეკონომიკური მიმართულებით", – განაცხადა წარდგენისას ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: მიხეილ დაუშვილი გიორგი გახარიას კადრად ითვლება. 

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დანიშნული. "ოცნების" სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარიაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა