მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი: Stopcov ფონდში კონტრიბუციის სურვილი, დაახლოებით, 40-მა კომპანიამ გამოხატა

5e78c4add67b7
ინგა მურუსიძე
23.03.20 18:25
1033
სახელმწიფოსა და ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის და თანამშრომლობის მაგალითია ის, რომ შეიქმნა stopcov ფონდი, სადაც აკუმულირდება მოქალაქეებისა და ბიზნესის მერ შემოწირული თანხები, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე 40-მდე კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი პერიოდულად გასცემენ თავიანთ კონტრიბუციას ამ გამოწვევასთან ბრძოლის კუთხით.

„სახელმწიფოსა და ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის და თანამშრომლობის მაგალითია ის, რომ შეიქმნა stopcov ფონდი, სადაც აკუმულირდება მოქალაქეებისა და ბიზნესის მერ შემოწირული თანხები, რომელიც მიზნობრივად განაწილდება და მოხმარდება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფას, ამის საჭიროების შემთხვევაში და სამედიცინო სისტემის და ჩვენი მედიკოსების მხარდაჭერას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი და სახელმწიფო. მიმდინარეობს ჩარიცხვები. ეს ინფორმაცია იქნება სრულიად ტრანსფარენტული. დაახლოებით 40-მა კომპანიამ გამოხატა უკვე სურვილი და ისინი პერიოდულად გასცემენ თავიანთ კონტრიბუციას ამ გამოწვევასთან ბრძოლის კუთხით“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ ხედავს ბიზნესი Covid-19-თან დაკავშრებულ გამოწვევებსს, როგორ უნდა გაეცეს პასუხი ამ გამოწვევას ერთობლივად, რათა, დაიგეგმოს, თუ რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და რა - სახელმწიფომ.

„Covid-19 არის გლობალური გამოწვევა და მასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივად, საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ძალისხმევით. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ იმ მიზნებს, რომ გაგვევლო, თუ როგორ ხედავს ბიზნესი ამ გამოწვევას, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას ერთობლივად, რომ დავიგეგმოთ, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და რა - სახელმწიფომ. ამ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანია ბიზნესის კორპორატიული პასუხისმგებლობა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნესი არის სრულად მობილიზებული, როგორც პირდაპირი მხარდაჭერის, ასევე საკუთარი თანამშრომლების დასაქმების უზრუნველყოფის კუთხით, რათა ერთობლივად ვებრძოლოთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.