მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის პროცესი დასაჩქარებელია”- თამაზ დაუშვილი

605f208fef952
ანუკა ჯოხაძე
27.03.21 16:10
821
ბიზნესომბუდსმენის პოსტი უკვე თითქმის 7 თვეა ვაკანტურია, მას შემდეგ, რაც ყოფილი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში, პირველ ოცეულში შეიყვანეს, მოგვიანებით კი მან დეპუტატის მანდატი მოირგო. ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას დღეს ნინო კვეტენაძე ასრულებს და ის ოფიციალურად დანიშნული არ არის. 

კერძო სექტორმა 1 თვის წინ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინამორბედს, გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის თხოვნით მიმართა და პროცესებში ჩართვა სთხოვა. მას შემდეგ გახარია ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა, თუმცა ბიზნეომბუდსმენის პოსტი მაინც ვაკანტურია.

უფრო სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს შესაბამის პირებს ბიზნესმენი კომპანია “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესომბუდსმენის პოსტი უმოკლეს ვადებში უნდა დაიკავოს შესაბამისმა პირმა. დაუშვილის განმარტებით, არსებობს არაერთი საკითხი, რაც მომავალში ამ პოსტზე მომუშავე პირმა უნდა გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხევავში, შესაძლოა, თავად ბიზნესომბუდსმენის აპარატის ფუქნციონირება ისეთი ეფექტური არ იყოს, როგორიც დღეს კერძო სექტორს სჭირდება.

“მართალია, ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მითუმეტეს პანდემიის ფონზე და შესაძლებელია, გადაწყვეტილებები ვერ მიიღება დროულად, მაგრამ ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის პროცესი დასაჩქარებელია. იმისთვის, რომ ამ უწყებას ეფექტური ხელმძღვანელი ჰყავდეს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ბიზნესთან კომუნიკაციაში იქნება და იმაზე იზრუნებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბიზნესს მინიმალური პრობლემები შეექმნას”,-ამბობს კომპანია “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი.