მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესრეგულაციების გამკაცრებით ვირუსის შემდგომი გავრცელების შეკავება შესაძლებელია“ - გაბუნია

606ee78c31fa0
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.21 15:17
812
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად რეგულაციები შეიძლება გამკაცრდეს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვირუსის გაზრდილი მაჩვენებელი მიუთითებს იმას, რომ პრევენციული ზომები და წესები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ვირუსის მეტად გავრცელება თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, მესამე ტალღის რისკები არსებობს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ინდივიდუალურ დონეზე და ბიზნესის გარემოში რეგულაციების გამკაცრებით შესაძლებელია მოხერხდეს შეკავება შემდგომი გავრცელების, რაც მესამე ტალღას თავიდან აგვაცილებს.

რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია და პირბადის გამოყენების მაჩვენებელი დაბალია. სამწუხაროდ, შრომის ინსპექციის სამსახურს არაერთი დარღვევის დაფიქსირება და მათზე რეაგირება უხდება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას“, - აღნიშნა გაბუნიამ.