13.სექტემბერი .2019 11:55

„ბიზნესს არ აინტერესებს, ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი: ტემპერატურა აიწევს?- დამთავრებულია“

views 347
უკან

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. ინვესტიციების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში შეიმჩნევა. ცალკეული მიმართულებების მიხედვით არსებული ვითარება ასეთია:

ენერგეტიკა - $63.7 მილიონი, კლება წინა წელთან 37%;
მშენებლობა - $4.2 მილიონი, კლება წინა წელთან 91%;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $19.8 მილიონი, კლება წინა წელთან 73%;
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $15.4 მილიონი, კლება წინა წელთან 7%;
უძრავი ქონება - $22.8 მილიონი, კლება წინა წელთან 63%;

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ინვესტიციების კლება არის იმის ნიშანი, რომ ინვესტორების განწყობები არის დაბალ დონეზე, რასაც იწვევს რამდენიმე ფაქტორი. ბიზნესის განწყობებზე მოქმედ ფაქტორებს შორის მინისტრი ქვეყანაში არსებულ პროცესებს, დაძაბულობას და მთავრობის ცვლილებას ასახელებს.

"როცა გვაქვს ინვესტიციების კლება, გეთანხმებით ეს არის იმის ნიშანი, რომ ინვესტორების სენტიმენტები, იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი თუ კვაზი უცხოელი, რომლის უკან ქართველი დგას, ეს სენტიმენტები არის შედარებით დაბალ დონეზე.

რა იწვევს ამ განწყობების შემცირებას? რამდენიმე ფაქტორი. ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესი, დაძაბულობა, მთავრობის ცვლილება, რასაკვირველია ამაზე ბიზნესი რეაგირებს.

დაწყებული იქიდან, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკურად მაღალი ტემპერატურა, ამ შემთხვევაში ბიზნესს არ აინტერესებს ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუანი. ტემპერატურა აიწევს?- დამთავრებულია.

დაიძაბება ურთიერთობა მეზობელთან? იქნება რუსეთი, თურქეთი თუ ვიღაცა, იქაც არ აინეტერესებთ ვინ არის მართალი, ვინ - არა. ტემპერატურამ აიწია? სენტიმენტები, განწყობები შემცირდა“-აცხადებს მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა