მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესს არ ულხინს და უქმე დღეებში ზეგანაკვეთურების სახით ხარჯის დაკისრება, არ იქნება სწორი - ლევან ვეფხვაძე

60828f23c89a2
ინგა მურუსიძე
23.04.21 13:29
2202
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა, თუმცა ჯერ მთავრობის შესაბამისი დადგენილება ცნობილი არ  არის, იქნება თუ არა დასვენება სავალდებულო. სანამ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, კერძო სექტორში უკვე საუბრობენ უქმე დღეებში შრომის ანაზღაურების საკითხზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ბიზნესი ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და დამატებითი სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრება სწორი არ იქნება.

„შრომის კოდექსით ზეგანაკვეთურის ანაზღაურების რაოდენობა განსაზღვრული არ არის, თუმცა ხელფასზე მეტი უნდა იყოს. გარდა ამისა, თუ დამსაქმებელი უქმე დღეებში ამუშავებს დასაქმებულს, მაშინ ზეგანაკვეთური უნდა გადაუხადოს. ეს არ არის განსაზღვრული ჩვენი კანონით, თუმცა უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი ანაზღაურება. მაგრამ თუკი თანამშრომელს დაასვენებს, დამსაქმებელს უჩნდება უფლება, რომ მან სხვა დასვენების დღეებში ამუშაოს დასაქმებული იმის სანაცვლოდ, რაც უქმე დღეებში დაასვენა.

ჩვენ ასეთი შეხედულება გვაქვს, რომ დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის გაუგებრობების აღმოფხვრისთვის, ალბათ ჯობია მივცეთ უფლება დისტანციურად იმუშაონ ადამიანებმა, ვისაც ეს უნდა, იმისათვის, რომ მერე აღარ იყოს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის  გარჩევა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ უქმე დღეების გამოცხადების მთავარი მიზანი მობილობის შემცირებაა, დისტანციური მუშაობა ამ შემთხვევაში სწორი გამოსავალი იქნება.

„თუ ადამიანს ექნება მუშაობის უფლება დისტანციურად, ეს უკვე დასვენებაში აღარ ითვლება და შესაბამისად, ზეგანაკვეთურზე საუბარიც აღარ იქნება. მოდი ასე ვთქვათ, ახლა ბიზნესს არ ულხინს და მისთვის დამატებითი ხარჯის დაკისრება ზეგანაკვეთურების სახით, არ იქნება სწორი. არ არის იმის დრო, რომ ბიზნესს მსგავსი სოციალური პირობების შესრულება მოვთხოვოთ, ამიტომ იმისთვის, რომ არ მოხდეს გაჭედვები და პრობლემები, მარტივია, მივცეთ უფლება დისტანციური მუშაობის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

თავის მხრივ, დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტის შალვა ცხაკაიას განმარტებით, საკითხი შესაძლოა მთავრობის დადგენილებამ დაარეგულიროს და ამაში ლოგიკაც არის.

„დაველოდოთ მთავრობის დადგენილებას. მაგრამ თუ დადგენილებაში არ ჩაიწერა, რომ ზეგანაკვეთური შრომა არ უნდა ანაზღაურდეს, ბიზნესს ამის ვალდებულება ექნება. შრომის კოდექსში ამ საკითხზე გაწერილი არ არის, თუმცა წერია, რომ უქმე დღეებში შრომა ანაზღაურდება ზეგანაკვეთურად და ეს უნდა იყოს თანხა, ხელფასზე მეტი, რაზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ.