მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, რომ საწვავის ფასთან დაკავშირებით რაიმე გააკეთოს“ - ფხაკაძე

61aa518bedc66
თამთა ჯიჯავაძე
03.12.21 23:40
769
„ბიზნესს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, რომ საწვავის ფასთან დაკავშირებით რაიმე გააკეთოს“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არსებული საწვავის სავაჭრო ქსელები მხოლოდ გამტარები არიან და ფასის ცვლილება მათ არ შეუძლიათ.

„საქართველო არის იმპორტიორი ქვეყანა. ის სავაჭრო ქსელები, რომლებიც საწვავის ინდუსტრიაში არიან წარმოდგენილი, არიან მხოლოდ გამტარები, ისინი ყიდულობენ და ყიდიან. თუ ჩვენ მაღალ ფასში შევისყიდით საწვავს, იმას იაფად ვერ გავყიდით. ამიტომ ბიზნესს არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ რაიმე გააკეთოს საწვავის ფასთან დაკავშირებით. ხოლო ის ინფორმაცია კონკრეტულ მომენტში რა ღირს ნავთობპროდუქტი, მთელმა მსოფლიომ იცის და ნებისმიერ ადამიანს წამები სჭირდება რომ ინფორმაცია მიიღოს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ მთავრობა აქციზის გადასახადს შეამცირებს, ბიზნესი ამას მხოლოდ მიესალმება.